პოეზია · ლირიკა
* * * მერს
მერს არ მოსწონს ეიფელის ჯართი,კათალიკოსს - აზარტი და კარტი.გარეშემო მთები ალაგია,იმუქრება ჭადრის ალერგია.ურწმუნოებს მოძღვრავს ასტროლოგი:წიწამური ურჩევნია ლოგინს.გლეხკაცს დარბაზს ურჩევნია სეფა,ადამს ევა აღარ ევასება.ლექსი ვეღარ იტანს იასამნებს,მესამესაც მალე მიასამებს.აუყვირდა პარტერს იარუსი,აუხირდა შექსპირს დიდი რუსი.მწევარივით სიტყვა დაიძაბამსტოვარივით უთვალთვალებს უღრანს,ახლა, ვისაც აღარ მოსწონს საბა,შეუძლია დაუჯეროს სულხანს.