↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მიმბაძველებო

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი26992 ნახვა

—
მიმბაძველებო,მიბაძეთ!იმღერეთ! იჭიკჭიკეთ!ფეხს ნუ დაადგამთ მიწაზე!გაინავარდეთ ცისკენ!თამამად!ვეშაპს ვეშაპიტოლს არ დაუდებს ზღვაში,ერთმანეთს ჰგვანან ვაშლები,როგორც გაჭრილი ვაშლი.უფრო თამამად!საჩივრებსისმენს ნიღბების ჯარი:იმპერატორებს აჯავრებსერთი თავხედი ჩარლი.იხსნება დიდი სეზონი,მწიფდება მკაცრი აზრი,და თავს იფასებს სეზანისგანიალური ასლი.თქვენ რაღა ღმერთი გიწყრებათ?!რას ელოდებით მუშტარს?!პირწმინდად გადაიწერეთ!გადაიხატეთ ზუსტად!ხომ ხედავთ, ძუძუმტესავითჰკოცნის და იკრავს გულშიჰორაციუსი დერჟავინსდა დერჟავინი პუშკინს.ხომ გესმით,ჭრელი კაკაბიიადონივით უსტვენს?!ხომ გახსოვთ,თქვენი პაპანიროგორ დააძღენ რუსთველს?!თქვენც მიბაძეთ და მობაძეთ,აბა, თქვენ იცით ახლა,ბრწყინვალე ნამცეცობაზეარვინ შეგატყოთ დაღლა...ტელევიზორს და ტელეფონსდაუბრუნდებით გვიან...ძველებო, მიმბაძველებო,სწორდით!ნაბიჯით იარ!1977
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი