პოეზია · ლირიკა
* * * მიცავს წელიწადები
მიცავს წელიწადების აბჯარი და სამოსი:ქუთაისი - ცხრამეტი და თბილისის - სამოცი.არავინ წამომიყენოს სარჩელი და ბრალდება:ქუთაისის ცხრამეტი - სამოცს აღემატება.მაქებს ლუკა ჩვენი და მაქებს მათე მათი დაუმაღლესი არ გახლავთ ჩემი მათემატიკა,მაგრამ ფარდობითობის თეორიის თანახმად -სიჭაბუკე-სიბერის ყველა ხიდი განაღმა.ადრე, როცა მართობდნენ შაირი და კაფია,გადიოდნენ დღეები, ახლა წლები გარბიან,და მე იმ წლებს ჩამითვლის,მხოლოდ იმ წლებს ცხოვრება,მხოლოდ იმ წლებს, რომლებიც კარგად მემახსოვრება.2008