↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოქროს თევზი

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი26988 ნახვა

—
თევზი მაინც გაუშვი, გინდა არ იყოს ოქროსი,თუ ოქროსი იქნება, მითუმეტეს გაუშვი,მადლი მოგიბრუნდება კეთილ სამეგობროში,თავისთავად მოგნახავს ქვეყნის აურზაურში.დალაგდება ცხოვრება: მოვლენ უკეთესები,უღალატო დღეები შეცვლის ღალატიანებს,დღეს რაც ცოდვა ტრიალებს: დაჭერილი თევზების,დახოცილი თევზების ცოდვა-ბრალიც ტრიალებს.მაინც სადღაც იმედის სხივი გაიციმციმებსდა, როდესაც გათიშავს უცნობებს და ნაცნობებს,ჩადენილი ცოდვების სიმძიმეს და სიმძიმილს -გაშვებული თევზების მადლი აწონასწორებს.1996
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი