პოეზია · ლირიკა
* * * ბაბუამ დიდი პეპელა დაიჭირა
ბაბუამ დიდი პეპელა დაიჭირადა ქინძისთავით ხალიჩაზე მიაკრა"ცოცხალია?" _ ვკითხე"მკვდარია" _ მიპასუხა"რა ლამაზია სიკვდილი" _ გავიფიქრე მე.რამდენიმე დღე და ბაბუას ოთახში შემიყვანეს"ცოცხალია?" _ ვიკითხე"მკვდარია" _ მიპასუხეს"რა მახინჯია სიკვდილი" _ გავიფიქრე მე.