↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "დილაა, ქუჩას მივაპობ"

ჩოხელი პაატა

2006-09-121 წთ საკითხავი655 ნახვა

—
დილაა, ქუჩას მივაპობ,ვგრძნობ, სისხლით როგორ ვიცლები,ღამით ბოჰემას მივენდე,დილას ბოჰემად ვითვლები.ღამით ვარდებთან მეძინა,დილას ვაჩუქე იები,სურვილიც არ მაქვს და არც ვარამ ღამის მომნანიები.ჩემი ბედი და იღბალი,დილის მზის სხივზე ჰკიდია,ის ღამე ცოდვებს ვუძღვენი,სული არ გამიყიდია.დილის ჰაერი ფილტვებშიქარია, როგორც კრისტალი,ბარში შევდივარ მოღლილი,თვალებს იფშვნეტავს მიმტანი.ვუკვეთავ მძიმე ალკოჰოლს,არ მენდობიან ღაწვები,წავალ და... როგორც კუბოში,ბალახზე ისე დავწვები.

ჩოხელი პაატა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი