↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩაფიქრება თემაზე _ პოეტი

სტურუა ლია

2014-09-122 წთ საკითხავი18606 ნახვა

—
ზოგჯერ, როცა ძალიან შეაწუხებსჩემი ცხოვრების წესიდა ავტონომიის მოთხოვნაზე,მერამდენედ მიიღებს უარს,ჩემი ტანი ზედ კეფასთან ჭრიალით მოირღვევადა წავა სიტკბოსკენდამოუკიდებელი, ერთმმართველი, სრულიად ტანი,რომელსაც ფიქრებით დამძიმებულითავი მოუცილებია,სული ლარნაკში ჩაუყუდებია ყვავილივით,განთავისუფლებულა ჩემი მკაცრიშავ-თეთრი სტილისგანდა ძოწითმოსილი, მოთახთახე, ჯანსაღი ტანიმიდის სიტკბოსკენ!შუა ქუჩაში თავი მოგორავს,რომელსაც მანქანები ისე უფრთხიან,როგორც ცხენი პირველ მანქანას;ის კი კმაყოფილია,მშვიდი და განყენებული ფიქრის დრო მისცეს.მას სულ არ აფიქრებს ტანის ამბოხება,ერთადერთი, რისიც ეშინია,ეს არის სული,რომელიც ახლალარნაკშია ყვავილივით ჩაყუდებული,პირი წყლითა აქვს სავსედა ვეღარ ამოუთქვამსწმინდა გონების კრიტიკა...და ვცხოვრებ ასე, ხორცშესხმული ომი,თეთრი და ალისფერი ვარდებისასწლიანი ომი,მაგრამ ამას ვერავინ ხვდება,პირიქით, მეუბნებიან:_ რა მშვენივრად გამოიყურებით!ჩემს ტანს გულისხმობენ,მოვლილს და ძოწითმოსილს,_ რა კარგად აზროვნებთ!მათ რა იციან, რა ძლიერისახელმწიფოს საზღვართან დგანან _დამოუკიდებელი, ერთმმართველი, სრულიად თავის!_ და რა გაუგებარ ლექსებს წერთ!რა თქმა უნდა, თვალით დაუნახავია სისხლი,და ბრინჯაოს ბალახისფერ სინათლესაც,რომელსაც საუკუნეები დასჭირდა,ერთ წუთში გაავლებენ ოქროსწყალში,რომ იპრიალოს, იყვიროს, თავი დაგანახოს...მაგრამ სანამ შენს ყელშიჩვეულებრივ სასაუბრო სიტყვებსცხელ შეჭამანდში ჩაწობილილუკმები ენაცვლებიან,მათ შორის ამოტეხილი ჯადო _ სიტყვა,სარძევე კბილივით მკრთალი და მშვენიერი,არ ისმის და არ ჩანს,მანამ გული არ გაგისკდება,ან მანქანა არ გადაგივლისდა სიტყვები სურათებად არ იქცევიანდა აშკარა არ გახდება,რომ ვარდები შენს თავზეარც პოზაა და არც გვირგვინი,არამედ ტვინში ჩაქცეული სისხლი...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი