↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემზადება ჰიპერბოლისთვის

სტურუა ლია

2020-08-121 წთ საკითხავი18613 ნახვა

—
მწუთხე გემო აქვს ჰაერს,ფრაჟეს გაცვეთილი კოვზივით,პიკის საათებში კანსაც იკეთებს,შემცივნების მერე რომ იცის,ისეთ ბუსუსიანს.ვინ დახატავს ატმების ჟრიალს,მათი გეომეტრიის გვერდით?სეზანი, უკვე ვეღარ,ტვინის უპირატესობასრომ თავი გავანებოთ,ქუჩაში ეძინა, სკამზე,თავქვეშ ფეხსაცმელებიჰქონდა ამოდებული,ხორკლებზე მოსიარულედეპრესია დასახატადვერ გამოადგებოდა...მეც რომ უარი მეთქვა შიშზე,(ასეთივე უხორცო საგანზე),გასრიალებულს მეცხოვრა,უხორკლოდ, უბუსუსოდ,ულიტერატუროდ, როდესმემოვმწიფდებოდი ღმერთის დასანახად,ე.ი. ჰიპერბოლისთვის?პირველი, რასაც იზამდა,ატმების ჟრუანტელს დამიხატავდა,რადგან შემოქმედი იყო,მერე რომელიმე ნაცნობის სულიწამიყვანდა სადმე, ცის ეკვატორზე,(თუ არსებობს), გავთბებოდით ორივედა ან აქ დაგვტოვებდა ღმერთი,ან მიწაზეატმის ხეებად გაგვიშვებდა...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი