↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი გასაჭირი

სტურუა ლია

2014-09-121 წთ საკითხავი18614 ნახვა

—
აივანი, სახლს რომ ღია თვალივითუნდა ჰქონდეს, ბრმაა, ცემენტისაა,არავითარ სივრცესთან არ მაკავშირებს,თავგადაპარსულ ხეებთან,ისედაც, დავკარგე საერთო ენა,ვდგავარ და მტვერი მედება,უპატრონო ნივთივით,მოპირდაპირე აივანზეასეთივე მტვრიან მეზობელთანკონტაქტს ვამყარებ:_ ჩემო არავინ! ინატრე თოვლი,რომელიც მნიშვნელოვანს გაგხდის,ან სიცხე, რომელიც გაგადნობს,რასაც სიყვარულს დააბრალებდა თანაგრძნობას დაიმსახურებ.მე დავწერ ამის შესახებ,მე მეხერხება სხვის გასაჭირზე წერა,სხვის თოვლზე, სხვის სიცხეზე,სხვის სიყვარულზე,სხვის ღია თვალივით აივანზედა ჩემსაზე, რომელიც ბრმაა...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი