↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * როგორც რიჟრაჟზე (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)

ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ

2012-08-123 წთ საკითხავი868 ნახვა

—
როგორც რიჟრაჟზე დღესასწაულის რომ გასწევს მიწისმუშაკი მინდვრის დასახედად, თუკი მხურვალეღამე აფრქვევდა მაგრილებელ ელვათა ცეცხლებსდა ჯერაც ისევ აღწევს შორით ხმები ქუხილის,ნაპირებს თვისას უბრუნდება ისევ მდინარედა მიწის პირი ხასხასებს მწვანედდა წვიმა - ზეცის მახარობელი დიდრონ წვეთებადმოწვეთავს ვაზზე და ჭალაკის სველი ხეებიუკვე მზის შუქში ბრწყინავენ მშვიდად.
ასევე დგანან სასიკეთო დარში ისინი,რომელთაც მხოლოდ მოძღვარი კი არა, - ბუნებაზრდის, სასწაულად ყველგანმყოფი და მსუბუქად მათი შემცველი,ბუნება თავად, ღვთის სილამაზეს და ძალას რომ გამოასხივებს.ამიტომ ოდეს მძინარე ჩანს წლის ზოგიერთ დროს,ზეცად თუ ქვემოთ: მცენარეთა და ხალხთა შორის,მაშინ პოეტთა სახეზედაც მკვიდრდება სევდა,მარტოეულნი ჩანან მაშინ, თუმც წინათგრძნობენ,რადგან ბუნებაც წინათგრძნობით გაყუჩებულა.
აწ კი თენდება! ველოდებოდი და ვიხილე მოსვლა იმისი,და რაც ვიხილე, დე, ის წმიდა, გადმექცეს სიტყვად.რადგანაც იგი, თავად იგი, ვინც უხნესია, ვიდრე დროებიდა უმაღლესი, ვიდრე ღმერთები დასავლისა და აღმოსავლისა,ბუნება თავად გაღვიძებულა იარაღის ჟღარუნით ახლა!და ეთერიდან - ძირს უფსკრულამდეუმყარესი კანონის ძალით, როგორც ოდესღაცღვთაებრივი ქაოსიდან წარმოშობილიაღფრთოვანებით განიმსჭვალებაწინანდებურად ყოველივეს დამბადებელი.
და როგორც კაცს რომ უცხო ცეცხლი უკრთის თვალებში,ოდეს შეიპყრობს უმაღლესი ზრახვა, ასევეკვლავ დანთებულა ძველი ცეცხლი პოეტთა სულშიციურ ნიშანთა და ქვეყნიურ საქმეთა ძალით.და ის, რაც მოხდა წინათ, მაგრამ ვერავინ იგრძნო,მხოლოდ ახლა გაცხადებულა.და ვინც ღიმილით მოგვიყვანა ყანა და პურიყმათა სამოსში, შეცნობილნი არიან ახლამარად ცხოველი, ღმერთთა ძალები.
ჰკითხავ მათ რასმე? სიმღერაში ქრის მათი სული,თუკი სიმღერას დღის მნათობი და თბილი მიწაშობს და აგრეთვე ამინდები ჰაერთა წიაღ,ან სხვა რაიმე, ჟამთა სიღრმეში უფრო მეტად რომგანმზადილადა უფრო მეტად სწვდება სმენას, უფრო ახსნადადიძვრის ცაში და ხალხებს შორის,დედამიწაზე.
საყოველთაო სულის აზრებიმშვიდად სრულდება სამშვინველში პოეტებისა,რათა ის, ზეცით დალახვრული და უსასრულოსმცნობი ოდითგან, სიღრმემდე შეძრასმოგონებამ და ღვთაებრივი სხივით ანთებულსგულით აღმოხდეს სიყვარულის ნაყოფი წმინდა:გალობა - ღმერთთა და მოკვდავთა ქმნილება, - რათაორთავენი წარმოაჩინოს.
ასე დაეცა, პოეტები როგორც ამბობენ, სახლს სემელესასცეცხლი მმუსრავი, რადგან ისურვამან ღვთაების ხილვა თვალნათლივდა განგმირულმა ღმერთით, დაბადაავდრის ნაყოფი, ბახუსი წმინდა.
და ამიტომაც ზეციურ ცეცხლს შვილნი მიწისააწ უხიფათოდ ეწაფებიან.მაგრამ ჩვენ გვმართებს ღმერთის ავდარში,თქვენ პოეტებო! თავშიშვლად დგომა,და მამის სხივის, თავად ამ სხივის,საკუთარ ხელით შეპყრობა, რათამადლი ზეცისა, ხალხს მივაწოდოთ, ღრმად დაფარულისიმღერის წიაღ.რადგანაც ჩვენღა შემოგვრჩენია გული უმანკო ისე ვითბავშვებს,ხელები ჩვენი უცოდველია.
ჩვენ არ დაგვფერფლავს მამის სხივი თვალისმომჭრელი,შემძვრელი ძირის ძირობამდე, და გული ჩვენი,რომ თანაულმობს უძლიერეს არსების ტანჯვას,შეინარჩუნებს ხომ სიმტკიცეს, როს ახლოვდებაღმერთის გრიგალი, მეყვსეულად ჩამოგრაგნილი.მაგრამ, ვაგლახ, მე! როდესაც...
ვაგლახ!. . . . . . . . . . . . . . . . .ვიტყვი ახლავე...
ახლოს მივედი, ციურ ძალთა ხილვა მწყუროდა,და მათ, თავად მათ, ჩამომაგდეს ცოცხალთა შორის,წყვდიადის გულში, ყალბი ქურუმი,რათა ვუმღერდე სწავლის შემძლებელთგამაფრთხილებელ სიმღერას ჩემსას.

ჰიოლდერლინი ფრიდრიჰ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი