პოეზია · ლირიკა
* * * "მშვიდობით.."
მშვიდობით, ჩემო ლამაზო სახლო,რომ მოწყენილხარ, როგორც მშობელი,აწ ვერასოდეს ვერ დაინახოჩემი ცრემლები შეუშრობელი.ლექსის კოცონზე დარდებს მობელილსვწვავ და თვალებში ნისლი წვიმდება,მე სულ სხვაგვარი მწადის დიდება,მაგრამ სულ სხვაა ჩემი სოფელი.ჩემი დიდების სამადლობელისულ ორიოდე ლექსში ეტევა,ოდესღაც მერქვა ლომის ბოკვერი,მჩვეოდა კიდეც ლომის შეტევა.ახლა დაღლილი და მოშვებულიალბათ არც სოფელს ვესახელები,გადაეღალა ზეცას ხელები,ჩემივ სანთლებით განათებული.შენთან მე მაინც ვარ ვალდებული,მშვიდობით, ჩემო ლამაზო სახლო...მიცდის შავეთი განათებულიდა მარადისი დუმილის ახო.