↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იას უთხარით ტურფასა

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2026-07-181 წთ საკითხავი21095 ნახვა

—
(სიმღერა)
იას უთხარით ტურფასამოვა და შეგჭამს ჭიაო,მაგრე მოხდენით, ლამაზო,თავი რომ აგიღიაო!შენ თუ გგონია სიცოცხლესამოთხის კარი ღიაო;ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,მოსვლაში არა ყრიაო.ნუ ნახავს მზესა, ინანებს,განა სულ მუდამ მზეაო!მიწავ, შენ გებრალებოდესეს ჩემი ტურფა იაო,შენ უპატრონე, ემშობლე,როგორაც შენი ზნეაო.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი