პოეზია · ლირიკა
ივანე კოტორაშვილის ამბავი
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
(კარახელის ნაამბობი)
I
გული აღარ სძგერს ძველებრივ,აღარც რო ჩქამობს ნაღარა,აღარ ღირს ჩალის ფასადაჩემი სიტყვა და ჭაღარა.მეტყვიან: ყრილობაშიარატომ დავდივარ აღარა;რისთვის წავიდე, უმისოდცგული ნაღველმა დაღარა.მე გარეთ რაღა გამიყვანს,ძველის ამბების მნახველსა;ვინღა დაეძებს ამ დროშიკაცობას, ანუ სახელსა;კახი ჩვენ გვეუცხოვება,ჩვენც ვეუცხოვეთ კახელსა.ახლანდელების ყრილობასრაღა ყრილობა ჰქვიანო:ვინ იცის, რას გადასცემენ,ვინ იცის, რას სჩადიანო;ლანძღვა-გინების „ალავერდს“ურთ-ერთთან გადადიანო.ვითომ იმასა ფიქრობენ,უფრო რა არგებს სოფელსა, –ან ემხრობოდენ სიტყვასამათთვის კეთილის მყოფელსა?!არა. თუ კბილ-მოსაჭიდიგაუჩნდა ერთსა სხვასთანა,მირბიან თავ-გადაგლეჯითსუდია-ნაჩალნიკთანა.ჩივიან, ფიქრად ისა აქვთ,ერთმა მეორე გათელოსდა ამით კაი ბიჭობავითომ „თავის მტერს“ აჩვენოს.დიახ „მტერს“ – ქათმის მომკვლელსა,ან ერთი კვერცხის გამტეხსა, –თუ ნება მიეც, უროთითავში ჩაურჭობს სატეხსა.აი, ეს თქვენი დროება,აი, ეს თქვენი ნამუსი.ჩემი დრო ახლანდელთანასადარად არის აფსუსი.ერთა ქალაი გავზარდე,მის მეტი არც-რა მყოლია,ისიც მე როდი მიგონებს,ეშმაკმა აიყოლია.მე კაცსა ვრთავდი კაცის ფერს,ის კი სხვამ დაიყოლია –ერთმა ვიღაცა უტვინომ,ჯიში არ აქვს და გვარია.იმის ქცევამა უფროცაჭკვა-გონებიდამ ამრია.მე იმას ვეღარ ვიშვილებ,ახლა ის ჩემთვის მკვდარია.ის სახლში როგორ მივიღო,როგორ გავუღო კარია!წავიდეს, იუდის კერძი,წყალმავე ზიდოს წყალია.ეჰ, მორჩა ძველი დროება,უკეთურობამ დალია.სად გაქრა ასე უცბადამისი გზა, მისი კვალია?!ცხოვრებამ ფერი იცვალა,დაბრუნდა ცოდო-ბრალია.სად გაგონილა ძველს დროშიასეთი ყოფა-ქცევაო,დედ-მამის უკითხავადაკაცისად გადასევაოქალისა, მეტიღა გინდაჭკვა-გონის გადარევაო!ძველად ერთ-ურთი გვიყვარდა,დანდობაც იყო მეტია;ახლა ხალხს ღმერთი გაუწყრა,თავზე დაესხა რეტია:თუნდ აიაზმა ასხურე,თუნდა დაარტყი კეტია;იმისთვის ორივე ესა,თუ დაიჯერებ – ერთია.კაცს ახლანდელს დროს ქვეყნისთვისთავი ვერ გაუმეტია.გულის და გონების კარიურდულით დაუკეტია,და კაცად იმასა სთვლიან,ვისც ფული მოუხვეტია.ჩემ დროს სად იყო ამდენიფული და იმის ჩხრიალი?მაგრამ პურ-ღვინოს, გეშველოს,ყელში ჩაჰქონდა ხრიალი.ზოგი სიბერით კვდებოდადა არ ენახა ტიალიფული, – ეგ თქვენი ხატ-ღმერთი,ეგ თქვენი წყლულის მალამო.სად გაჰქრი, ძველო დროებავ,ძველო ძმობავ და სალამო?!ძველს დროში თოფი და ხმალი,გული – კლდე გაუტეხელი,და ერთმანეთთან სავალადწყალს ხიდი ჩაუტეხელი –აი, იმ დროის ელფერი,მისი მადლი და დიდება!ახლა რას ვხედავთ მის ნაცვლათ,ან გული რისგან მიკვდება?გულში ჩამკვდარა სილაღე,მის ნაცვლად ჯავრი დიდდება.– ეგ მართალია, ბიძიავ,მაგრამ ამბობენ იმასა,რომ ძველს დროს თუმცა ფულითაარა სჭედავდით ქისასა,ბარაქას ვერვინ ასწყავდაბარისასა და მთისასა,ვერ უდიოდა ქვეყანამოწყალებასა ღვთისასა,თან რომ იტყვიან სიმცირესწინანდელ კაცთა ჭკვისასა:თუმცა ცულს ქვისას ჰხმარობდენდა საკვეთელსა ხისასა,ხარს მიათრევდენ დანასთანდა არა ხართან იმასა.– დღეს სადღა ჰნახავ, რას ამბობ,იმ ჩემი დროის რკინასა?სუყველამ ფერი იცვალა,სუყველა იშლის ბინასა.სად ჰპოვებ ახლა ძველებურსმჭედელსა, ხმლისა მკვერავსა,ან ტყვია-ხმალის შეუვალსლურჯის ბექთარის მკერავსა?დღევანდელს ჩირთი-ფურთებსადაარქვით ჭკვა და გონება.თუ ჭკვამ იმატა, მაშ ხალხისგული რიღასთვის ღონდება?!მის გული, ძველად ამაყითანდათან რადა მონდება?შორს რად მივდივართ: აგერაძველი ბეღელი, ნგრეული;წაიღე ბარი, წერაქვიდა გაუსინჯე სხეული:კაცი იქნები და ცოტასააფხვნი კირით ნაგებსა!ბევრს სხვას გიამბობ, თუ მისმენ,ძველთა გმირობის ამბებსა.– თუ მაგრე კარგნი იყავითდა მტკიცე გქონდათ პირია,რისთვის დაჰღუპეთ ქვეყანა, –გამოუთხარეთ ძირია?– დავსუსტდით, მტერთა სიმრავლემგატეხა ჩვენი მხნეობადა, როგორც ჰხედავ, მოწამლაქართველთა კეთილდღეობა.ერთს გეტყვი: ერის უფროსთასჭირდათ ავი რამ ზნეობა.ბოლოს ჟამს გლეხნი ვიბრძოდით,მტერს არ უშვებდით სახლშია,და ამ დროს წარჩინებულიგამოჩნდებოდა ხალხშია.უყურებთ – შაზიკულიაზინზილით ათასფერითადა მოძმეთ გასაწვრთნელადამობრძანდა ხელში კვერითა.ჩვენ გვიკვირს, ეგ ზინზილებიმიიღო ვისა ხელითა?უსირცხვოდ შემოგვიტევდა:„დაემორჩილოთ სჯობია!“და ჩვენც ვმორჩილობდით… ის თურმექვეყნის მუხანათს სძმობია.ჩვენც რომ უსმენდით ჩვენს ძმასა,ადვილად ასაცნობია.ღმერთმა ერეკლე აცხონოს,ბევრი გადაჰხდა ომები,ღმერთმა ისინიც აცხონოს,ვინც იმას ახლდა ლომები; –არ იყო ქართველთ სამტეროდადვილად შასალომები!როცა ომს გავათავებდით,დაისვენებდა ლაშქარი,მოვიდის, შუა ჩაგვიჯდისროგორც ძმა, როგორც ამქარი.გვითხრის: „ფშავებო მასმინეთის თქვენებური მღერანი“.გვერდით უდგია თავისიშავარდენივით მერანი.გულს რამდენს უკლავს ალალ კაცსწუთისოფელი ვერანი!როგორ გაცუდდა საწყლისაფიქრი და გულის ძგერანი!ჩვენც დავიწყოდით ღრეობა,მწკრივად დავსხდოდით ყველანი.მტრის ლეშს კი ამ დროს წიწკნიდენსვავნი, ორბნი და ძერანი.
II
ერთი გვერია ჯარშია,სწორედ ქარ-ცეცხლი, მეხია,რამდენჯერ მარტოს მტრის ჯართანმას ომი აუტეხია.მაგრამ, ვით ეშმაკს უფალი,ის ვერვის გაუტეხია.არა დროს იმას გმირობაარსად არ დაუკვეხია.როცა საფიხნოდ[1] დავსხდოდით,ვსთქოდით, რაც გადაგვხედია:ვის სად რამდენი მოგვეკლათათარი, ანუ ლეკია, –კოტორაშვილსა ივანესთავიც არ მოუქექია.„შენც რამა თქვიო“, უთხროდით,„პირი რას მოგიკუმია?!“ყურს არ იბერტყდის, მდუმარებს,ვით ძროხის ხორცი უმია.იჯდის ქუდ-ჩამოფხატული,დინჯად ჩიბუხსა ჰსუტავდისდა ხშირს წარბებს ქვეშ თვალებიცეცხლის ალივით ჰბჟუტავდის.შავგვრემანაი ნისლს ჰგვანდისგაბუტვილს, ხევში მძინარეს,ან კლდისგან შევიწროებულსაღელვებულსა მდინარეს.ვერა ნახავდი ივანესმხიარულსა და მცინარეს.თმა-წვერი ესხა ისეთი,როგორც ეკალი, ჯაგარი,ხელს მოჰკიდებდი – უდრეკი,როგორაც რკინა, მაგარი.მუდამ იცვამდა თხის ტყავსაგარექცევ, ბეწვი ჩნდებოდა.ხმალს სქელი თასმით იბამდა,რაც კი წელთ შამოსწვდებოდა.ხანჯარი წვერ-შემოხრილი,ფარი იღლიას სწვდებოდა.ეს იყო მისი ქონებასრული შინა და გარეთა,ღარიბი იყო ივანე,დედა ემდურის მწარედა.ან სად ეცალა სახლისთვის,სულ ტყე-ტყის პირად ძვრებოდა,სადაც მტერს დაიგულებდა,მყისვე თავს დაევლებოდა.ის დრო, ხომ იცი, კაცს მარტოსგარეთ არ გაევლებოდა.დიახ… ის ტყავი… ივანე,ღმერთმა გაცხონოს სულითა,განათლებულო, სცოცხლობდიმართლა ვაჟკაცის რჯულითა.გვიყვარდა. შავეხუმროდით,უწოვდით ტყავსა კალთაზე,ან გავთხიფოდით ლაფითა,მაგრამ არ გაწყრის ამაზე.ძლივ მაშინ გამაიცვალის,ძლივ მაშინ გავაცინოდით,როცა მუგუზლით ვდაღავდით,ან ლაფში ჩავაწვინოდით.„ამიშვით, თქვენი ჭირიმე!“გვეხვეწებოდა ძირითა.მაშინ ძლივ ვათქმეინოდითსიტყვა საამო პირითა.არას დასდევდა ტანთ-ჩაცმას,არც რო სახელსა ჰყვარობდა.როცა ლეკებსა ჰჟუჟავდა,მარტო მაშინა ხარობდა.მეფისგან ჰქონდა ნაძღვნევიივანეს სამი ხალათი,მაგრამ ივანეს ბეჭებმაარა იცოდა ამათი,შინ ეწყვენ, იმჭვარტლებოდენ,საცა ეკიდა კალათი.ერთხელ ერეკლეს უნდოდაჩაეცმევინა ძალათი;ივანეც თავის მეფესთანიყო თამამი, ხალბათი.– რატომ არ იცვამ, ივანე? –სთქვა მეფემ, გახდა კამათი.– მე რა ხალათის ღირსი ვარ,დღე-მუდამ ვძრები ჯაგებში,შენი ჭირიმე, მეფეო,შინ მილაგია ბარგებში.ვინახავ გველის თვალივით,თვალ-გულის საამურია.გავცვითო, რამღა მაგონოსხელმწიფის სამსახურია?ერეკლემ ვაჟკაცის სიტყვასდინჯად დაუგდო ყურია.და გაიღიმა, გაუგო,რადაც ივანე ღონობდა,ან თავის გასამართლებლადრომ მარჯვე სიტყვას გონობდა.აღარა უთხრა, გაბრუნდა,წავიდა თავის ქნევითა,თავის კარავში მიბძანდაპატარა კახი ქვეითა.
III
გიამბობ, კიდევ გიამბობ,ყური დამიგდე კარგადა,თუ არ მიიჩნევ ნაუბარსგულის და გონის ბარგადა.სრულ ვერ გიამბობ, ივანესრაც საქმე ჩაუდენია.ცოტას კი გეტყვი: მრავალიტყვეობას გადურჩენია,ქართველი კაცის მას სისხლიმტრისთვის არ შაურჩენია,ბევრის სიკეთის მოქმედსათავი არ დაუჩენია.არ უყვირია სხვებსავით –„ეს მადლი დამითესია“,ყოფილა ჩუმად თავისთვის,როგორც ვაჟკაცის წესია.სხვებს უთქვამთ, მტრისთვის ივანესრაც ცეცხლი დაუკვესია.დღე და ღამ სოფლის დარაჯსაერთხელ არ დაუკვნესია.დაჩლუნგებული მახვილიისივაც გაულესია.რა ნდომა ჰქონდის ომისა!როგორაც ლოთსა ღვინისა;ომის წინ ჟრჟოლა მოულის,ტანს ურხევს მოვლა ჟინისა.წესი არ იყო საფერხედცხენ-ჯორის ყოლა იმისა.ქვეითა იყვის მგელივით,ქორ-შავარდენზე მარდია –ოღონდ მტერს ეტევებოდეს,სხვა არა ჰქონდის დარდია.ან ცხენი რისთვის უნდოდა,ტყეში ათასი ბარდია.
IV
ერთხელ ყვარლის თავს ვიყვენითჯარად დამდგარნი მთაზედა.ლეკებს აეკლოთ კახეთი,იმათ მივდევდით კვალზედა.ადგილს ვემწყვდიეთ ჭიდროსა,ქანჩახებს შორის უგზოსა.მოგვპარებიყვნენ ლეკები,ფიქრსა ფიქრობდენ უღვთოსა.დაღლილ-დაქანცულთ გვეძინა,ნამი ნაბდებზე გვმცვრეოდა,მარტო ივანეს ეფხიზლა:ლაშქრობას ძილი სცხვენოდა.მტრის მოპარება ამ დროსავაჟკაცს ძალიან სწყენოდა.მანამ ჩვენ გავიმართენით,იმას ხელთ ხმალი ჰშვენოდა.ლეკების სისხლი თხის ტყავზეჭიაფრად გადაჰფენოდა.შაეთოთქორა მტრის ჯარიდა შაეჩერა სერზედა.ანგელოზს ჰგვანდა ივანე,რო დაგეკვლია ფერზედა.ერეკლემ მაშინ ჩაუდვათავის ბეჭედი ხელზედა…ჩვენც მივეშველეთ და მტერიწინ გავირეკეთ ხევზედა.ხმალ-ხანჯრის ელვა-პრიალიჰშვენოდა დილით, მზეზედა.დაგროვდა ლეკის თავებიუმრავლეს ქვიშა-ბზეზედა.
V
ერთხელ მოსულან ლეკები,ის დაღისტნელი ძაღლები,არხლით ტყვედ წაუყვანიათკაცი, ქალი და ბალღები.თურმე ერთ-ურთზე გაბმულიმიუდისთ ჩვენი ტყვეები,პირ-ილტოსაკენ გადვიდენ,გავლეს ჩაბანოს ტყეები.გაიგო კოტორაშვილმა,ცეცხლი დაენთო სახეზე.„არ გათრეინებთ რჯულ-ძაღლთა“ –ზედ დაეწერა კვახეზე.გაუდგა მდევრად მარტოკა,ოფლი დიოდა შუბლისა.იმან თავის დრო იცოდა,დრო ტევების და ჩხუბისა;უკილოდ როდი დაიწყესქნევა ხმლისა და შუბისა!მისდევდა შორი-ახლოსა –თვალს ადევნებდა შორითა;ნახა რომ ლეკის ლაშქარითავქვე დაეშვა გორითა.ილტოზე როცა ჩავიდენ,შეუდგენ ლოცვა-ბანასა,რას მოელოდენ მდევარსადა ვაგლახს იმისთანასა.ტყვეები დაბუზვილებიწვანან წყლის პირას ჩალასა.ივანე ახლოს მიუჯდაიმ ხელ-მოსახმარს ხანასა.ხმლით დაერია ლეკებსა,მისთიბდა როგორც ყანასა.გაჟლიტა ყველა და ერთიცაღარ გადურჩა მძლევრადა;არ დარჩა ერთი წამღებიამბის დაღისტნის ველადა:აღარ ეღირსა არც ერთსადაჯდომა თავის კერადა.ტყვეებს დაუხსნა ხელები,მისცა ლეკების აბჯარი,თავისთვის არ გაუწირავსდანაც კი, გან თუ ხანჯარი.აბა რა გაამდიდრებდა,გუნება ჰქონდა ამგვარი!გაჰქრა თვით უღრანს ტყეშია,გაფრინდა, როგორც კანჯარი.ღონესთან ჭკუაც დიდ ჰქონდა,გული ხომ ედვა ლომისა,მეტად ლამაზად იცოდაწესი და რიგი ომისა.მას არა ჰქონდა წესადამტრისად მოეჭრა მარჯვენა;ან კი სად დაეტევოდამას ერგებოდა რამდენა?!მტერს რო მოკვლიდის, იტყოდის:„ვეღარა ვჯიჯგნი: მცხვენია,მკვდარს რო მარჯვენა მოვაჭრა,რა ჭკვაში მოსახდენია!რა ბიჭობაა, უსულოსლეშს კიდევ სისხლი ვადინო,რა გაიგება, უფალსაიქნებ ამით რამ ვაწყინო?!.“ერთი შეემთხვა მას საქმე,მინდა ამ ამბით გაცინო.VI
მკათათვე არის, ხომ იცით,გაჩაღებული ზაფხული;მთა-ბარი ამწვანებული,ველი ყანებით შემკული.ადგა ივანე, წავიდადა იორშია ბანაობს,ერთს დიდს მორევში დაცურავს,ტივის ხესავით ქანაობს.ივრის პირს დიდი ლოდიაჩამოგორვილი მთიდამა,შავ-ფერა, ჩამოგლეჯილიმაღალის შავის კლდიდამა.ამოხდა, ქვაზე ჩამოჯდა,მარტოკა შალვრის ამარა;შუადღის ხანიც მოვიდადა ცამაც მოიკამარა.იქავე ტყეა. ახლა ტყეხომ აღარ არის ხშირია,ერთი გორობა ჩამოსდგამს,ჭალას უბჯენავ ცხვირია.სოფლიდამ ვერ მიწევდაიქამდის დანაყვირია.კარგა შორია. ცხენისთვისთითქმის ერთ მუხლად სარბენი.იმ ცხონებულსა, ვაიმე,საქმე გადაჰხდა რამდენი!კაცს, ალბათ, არ თუ ასცდებარასაც დაუწერს გამჩენი.ის ნიადაგა ცხონდება,იმ საქმეების ჩამდენი.თურმე იმ გორზე ლეკებიცმგლის ჯოგივითა მსხდარიყვნენ,სადავლოს უთვალთვალებდენ,რჩევა-თათბირზე მდგარიყვნენ:ვინ დაეტანჯათ, ეწვალათ,ელხინათ იმის ბრალითა –და ამ დროს არ დაინახესკოტორაშვილი თვალითა!ჩვენის ივანეს დაჭერაერთს ლეკს აეღო კისრადა.ტიტვლის ტყვის შესაპყრობადაკიდეც წასულა ფიცხადა.უკანით მიჰპარებია,დაუტაცია ხელები.რიღათ აიხსნას ივანამმკლავს დახვეული გველები?„ლეკო, შენ მიჭერ?“ ეს კი სთქვა,ხმალს ბეჩავს ვინღა მისცემდა;ხმალი შორს იდვა, ფარიცა,თუმც იქით გული მისწევდა.ესღა იღონა: წამოხტა – და გამოიქცა შინაო,ლეკი კი ზურგზე აკვრია,კისერში გაეკბინაო;კბილით ეგლიჯა კისერიდა სისხლი ჩაედინაო.ცოცხალ-ცოცხალი ლეინასოფელში მოგვიჩინაო.ზურგით რო ვხსნიდით მეკობარს,მაშინ კი გაიღმინაო.რა აცინებდა ბეჩავსა,სისხლი კოჭამდი სდენოდა,რჯულ-ძაღლს ძაღლივით ეგლიჯა.მხარ-ბეჭზე ჩამოსდენოდა;მაგრამ ივანეს მის კბენაოდნავაც არა სტკენოდა.ლეკი ცოფიანს ძაღლს ჰგავდა,სისხლიანს კბილებს აღრჭენდადა თვალებს გაფაციცებითაქეთ და იქით არბენდა.რა აშინებდა ბეჩავსა? –იმას არავინ არბევდა.გაოცებული გვიცქერდის,იღმიჭებოდის ცუდადა,ის თუ ეგონა – მოვკლავდითდა გავბერავდით გუდადა.სწორა ნაფიქრი ხანდახანკაცს აუხდება მრუდადა!უფრო ივანეს უცქერდის,თავით ფეხამდე ჰზომავდა;თავის თავსა და იმასათითქოს თვალითა სწონავდა.თვალებით „შემიბრალეთო“გვეუბნებოდა ყველასა.ღუნთს კი არ აგდებს, მარტოკააცმაცუნებდის წვერასა.ლეინა ჰგვანდა მაშინისხაფანგში გაბმულს მელასა.ივანემაც სცა ნუგეში:„ნუ გეშინიან, ძმობილა,არ მოგკლავს კოტორაშვილიივანე დედი-შობილა!“და არც რო მოჰკლის, როს მტერიგვივარდებოდა ხელადა,გულში კი მაინც ჰშურობდა,ეკიდებოდა ხმელადა…არ გვაცემინა ლეკისად,შემოგვიტია მკვახედა:„მოჰშორდით, თავი ანებეთ,ავს ფიქრს ნუ გაიძრახებთა!რა ქნას, თავისას ცდილობდა,სხვა რომ არ ჰქონდა სახსარი,კბილები იყო მაგის ხელთ, –მაგის ხმალი და ხანჯარი“.ჩვენც გაუგონეთ… მაგრამ კიბალღები სჩხვლეკდენ ჯოხებსადა აფარებდენ თვალებზეზოგი ქუდს, ზოგი ჩოხებსა.მთელი ქვეყანა იქ შეკრბასოფლიდამ, დიდი, მცირია.ქალებს ივანეს საცქერლადმოელამაზათ პირია.შაჰფოფინებდენ ვაჟკაცსა,რაკი მოსწონდათ გმირია:მაგრამ ვაჟს რას ათამაშებსმათი დაკრული სტვირია?!ვერც კი ჰხედავდა, სად იყვნენ,სხვაგნით ეჭირა ცხვირია.ამ შემთხვევაში ნამდვილადიყო უცოდვი მწირია.არ დაგიდევდა ქალთ ტრფობას,ჩალად არ ჩაგიხედავდა;დიაცთ მიმყოლსა ვაჟებსაძლიერ ცუდს თვალზე ჰხედავდა…ბოლოს კი ცოლიც მოვგვარეთ,გადავეკიდეთ სოფელი:„უძეოდ რად იკარგები,რად ჰხდები ღვთისა მგმობელი?“და როგორც იქნა გავხადეთერთის ვაჟაის მშობელი.ცოლი ჰფიცავდა თვითონა,როდი ჰმალავდა ამასა:„თუ არ მე, ახლა ეგ ბალღიარ ექნებოდა მამასა.ძალათი დავწევ ქმართანა,ვლანძღე, ვარცხვინე ბევრჯელა:თუ მართლა ვაჟი კაცი ხარ,დაწევი ჩემთან ერთხელა.თუ არა – შინავ გამგზავნე,იმ ჩემის მამის სახლშია,ანა და, კვეთილში ჩამაგდე,ვეღარ გამოვჩნდე კარშია“.ეს იყო მისი გუნება,იყო ამგვარის ზნისაო,კოტორაშვილი ივანე,ლეგა მიმინო მთისაო.
VII
დედამ უჩივლა მეფესთან:„მეფევ, დამიგდე ყურიო,ივანე, შენი ნაქები,მამშევს, არა მაქვს პურიო.ტანთ არ მაცვია და ფეხთა,ამან მომიკლა გულიო.განა ეს სამართალია?რასა სწერს თქვენი რჯულიო?შენცა გმსახურობს, სოფელსაც,მე დამწვარ-დადაგულიოვზივარ შინ მშიერ-მწყურვალიმთელ კვირაობით, თვეობით.მიშველე რამე, ხელმწიფევ,აგრემც იხარებ ძეობით.რად მინდა შვილის სახელი,თუ არა ეთლებ-ეხრვისა:დედასა სიმშილითა ჰკლავს,მტერს კი თამამად ებრძვისა.უბრძანე, შენ დაარცხვინე,უდროოდ ნუ ჰკლავს დედასა,თორემ საძრახად გახდება,არავინ ეტყვის ქებასა.ვარ ერთი ტიელ-ოხერი,მაგ ერთის შვილის ამარა,ეგეც არ მიგდებს მოხუცს ყურს,ხომ სული ამომეპარა?“განა ისე რამ უჭირდა,მაგრამ ფლიდობდა ბებერი,შვილის შინ ყოფნა უნდოდა,არ გაელაღა მას მტერი,ივანე არვის მოეკლა,არვის მოეჭრა მარჯვენა,ამიტომ ასე ბეჩავადთავი ერეკლეს აჩვენა.დიდად დაფიქრდა ერეკლეივანეს დედის მოთქმითადა საქმის გარემოებამალე შაიტყო მოწმითა.ბებერს კი უთხრა: დედილო,რა სასჯელს უწერ შვილსაო?თუნდ თვალებს დავთხრი, თუნდ ერთსაცაღარ შავარჩენ კბილსაო,რაკი შენ აგრე გეპყრობა,და დღეს გიმწარებს ტკბილსაო.– არა, მე მოვკვდე და შვილს კივერ ვნახავ თვალებ-დათხრილსა,ის კი მინდოდა, რომ ტანზეარ შაარჩენდი მახვილსა.როცა იარაღს ჩამოჰყრი,რიღათი ირბენს გარეთა?მგონია ქალაქში არის,გთხოვთ ეხლავ დაიბარეთა.მეფეც დათანხმდა და ბებერსმყის გაუჩინა ულუფა,თანაც აჩუქა ფულითასავსე მოზდილი ყულუფა.„წადიო“ მეფემ უბრძანა:„ეხლა ჩვენ ვიცით იმისა,ჩვენ ავასრულებთ შენს თხოვნას,როს ჟამი მოვა დილისა“.და მართლაც, მეფემ დილითამოაყვანინა ივანე;მეფე გამწყრალი დაუხვდა,წინანდლებრ აღარ მღიმარე.„ბიჭო, შენ, კოტორაშვილო, –დაუწყო მეფემ წყრომითა, –დედა რომ გაჰზდის თავის შვილსვაებით, წვით და შრომითა,განა იმიტომ, შვილმა კიარ დაუფასოს ამაგი?ხელი არ აკლდეს და თვალი,ჰქონდეს სახნავი ალაგი,დედას კი სიმშილით ჰკლავდეს,ეს ცხადია, თუ არაკი?!აქამდის მოწყალე გყავდიდა მაწყენინებ ახლა კი.დღეს დედაშენი აქ იყო,იბასრებოდა ცრემლითადა მთხოვა იარაღებიშემოგხსნა ჩემის ხელითა,რომ ეგებ ყური მიუგდოდა არ აწუხო ბებერი.არა თხოულობს თათუხსა,არ აკლდეს პურად მას ქერი!“– როდის დავაკელ, ბატონო,განა ეგრეც ვარ ღატაკი?პურიც შინა აქვს, წყალიცა,საგებ-სახურად ფარდაგი.იმას სხვა დარდი აწუხებს,მეც კი მაწუხებს ათასი.განა ბალღი ვარ, კაცი ვარ,თავი ჩაუდვა კალთაში.შენც სამსახურსა თხოულობ,ქვეყანა უფროც მეტადა.ლეკებისათვის გამხდარანჩვენები მოსახვეტადა.მაგრამ ჩემ ძმებსა ურჯულოსვერ მივსცემ დასაკვნეტადა.„სრულად აჰყარეთ აბჯარი,დანაც თუ უძე ჯიბეში.მეც რომ სამსახურს მაყვედრებს,თითქოს მეტია ბიჭებში,და ფეხსა ჰყუდებს უბირიერეკლეს ჩანაბიჯებში!“– კოტორაშვილი აბჯართასხვას კი მისცემდა არვისა,შენ კი მეფე ხარ, ნება გაქვსმოჭრაც უბრძანო თავისა.მზასა ვარ… მაინც სიკვდილზენაკლები აღარც ეს არი,სულ კი უბრალოდ დამადედღეს სამარცხვინო ბეგარი.რატომ მალევე არ მოვკვდი,თავს არ დამეცა მედგარი?!.ერეკლე სცდიდა ივანეს,იმან ეს როდი შაიტყო,წავიდა უიარაღო,პირზე ნაღველი დაიტყო.სწრაფად გავარდა კარშია,თავბრუ ესხმის და რეტია,უიარაღო ვაჟკაციდიაცზე რითღა მეტია?სიმწარისაგან ივანესთითები დაუკვნეტია,მაგრამ საგმობლად ხელმწიფემაინც ვერ გაუმეტია.მირბის, არ იცის საითა,როგორც გიჟი და ცეტია.ერეკლემ კაცი აფრინა,აბჯრისთვის იხმობს შინაო:უნდა სხვა ხმალიც აჩუქოს,ის ხვარასნული რკინაო.მაგრამ ივანემ ბოკონზეტყის პირპირ შაირბინაო.წავიდა, იალნოს ძირზე,ტყე-ტყე მგელივით დიოდაგაბენტრებული ჯავრისგან,წყლული ჰკლავს, გული სტკიოდა.„რაღა ვქნა, რა მეშველება?“დადის, სულ ამას ჩიოდადა ბალღისავით ცრემლებითვალებზე ჩამოსდიოდა.წამოწვა ერთის ხის ძირას,დაბლა იორი ხვიოდა,ის დღეს სულ უნაწილოა,პურიც აღარა შიოდა…
VIII
აგერა ხედავს პირდაპირ,სერ-სერ მოდიან ლეკები,ბელადს მოსდევენ უკანა,როგორაც ძაღლსა ლეკვები.იმ სერსა იქით და აქეთუდგია დიდი ბექები.უცბად ცამ ფერი იცვალა,დადგა ღრუბლები გორადა,აქოთდა, ასტყდა, აყვირდა,წარღვნასა ჰგვანდა სწორადა.ისეთი დელგმა მოვიდა,რომ დაამსხვრია მთა-ბარი,ცა თუ ზღვად იქცა, იტყოდი,და დღეს გაეღო ზღვის კარი.მუშტის სწორს სეტყვას ისროდა,ხეებს ჰკაფავდა ტოტებსა,ცა მწყრალი ყინულისასამიწას ესროდა ზოდებსა.დასქდა ღვარები, აყეფდენ,მკაცრი ასტეხეს ყაყანი,მთელს სამყაროსა გლოვისაშავი ეხურვის საბანი.სისხლით გაბასრულს ლეშს ჰგვანანხევები ღვარით ნაბანი.იქ გაღმა, სერზე, ტყეშია,ჯერაც სდგას ძველი საყდარი.ერთი კარი აქვს მარტოკა,სხვა შესავალი არ არი.ლეკებმა საყდარს მიჰმართეს,დგომა არ სწადისთ მინდვრადა.ღამე იქ უნდა ათიონ,ლეკებს ესა აქვთ ფიქრადა.კოტორაშვილს კი დარდი ჰკლავს,იგონებს თავის ფრანგულსა,და კბილის ღრჭენით, მწყრომარე,მწარედ იმჯიღავს თან გულსა.„არა უშავსო“ – წამოდგა,მოძებნა სიპი თხელია,იმით გამოჭრა კომბალი,კარგა მოზდილი, სქელია.და ამ ჯოხითა ორმოცს ლეკსდღე დააყენა ცხელია.ბინდის დროს კარზე მიუხდადა დაუყვირა მედგრადა:„გამოდით, ვინ ხართ საყდარში,სულ გამოლაგდით გარეთა.გეყოფათ ტკბილი ცხოვრება,ახლა დღე გაიმწარეთა!“თავი გამოჰყო ჯერ ერთმა,ივანეც არის მარჯვედა.უცხუნა თავში კომბალიდა დააწვინა მკვდარია,ასწვადა ხმალი და დადგასალის კლდის მინაგვარია.რამდენმაც თავი გამოჰყო,სუყველა ქვიშას გაჰრია,როგორც არწივმა წერონი,მტერი ერთ-ურთში არია.რამდენიც მოკლა, იმდენილეში ჭალაში ჩაჰრია.ასეა, უიარაღომიღბლით ურჯულოთ დაჰრია,ასეა, ვისაც უფალისწყალობს და მასთან არია.ბევრი ვიუბენ და შენცასამაგალითოდ გკმარია.აჰყარა იარაღები,იმ დილით კაი დარია.აჰკიდა ჯორას, დაბარგა,წინ თვით დაუძღვა ხარია,და მეფის კარზე მივიდა,დინჯად ეზოში მდგარია.იძახის: „მეფევ, აბჯარიწაიღე, მოიხმარია,მაინც ხომ გიჭირს, მიიღე,მე ხომ არ შამიწყნარია“.ღმერთმა აცხონოს ივანე,აღარა ცოცხლობს, მკვდარია.
1896 წ.