↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ილია ჭავჭავაძის სახსოვრად

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2026-07-181 წთ საკითხავი21095 ნახვა

—
საძირკვლად აზრი ჩააგდე,ზედ დასდგი გრძნობის ტაძარი,მან გააბრწყინა სხივებითჩვენი სამშობლოს მთა-ბარი.გვყარაულობდი თვალ-ფხიზლად,შენ იყავ ჩვენი საფარი -მოგკალით ჩვენისვე ხელით,მოძმეთთვის ნაჭირმაგარი;და შენი სისხლიც იქ ბრწყინავს,სად წინაპართა ნთხეულა,რომელთა ხსოვნა შენს გულშიაროდის გამოლეულა;იმათ სისხლს არაგვის პირადშენიც დაერთო წლეულა.მოჰკვდი თვის სატრფოს კალთაზე.დადუმდა ჩანგის სიმები;აყვავებული მამულიგაგვიხდა დასატირები!დაგიკოცნიან სახესანათელს არაგვის გმირები;შვილის დაკარგვას გლოვობენტურფა ალაზნის პირები!კაკო ყაჩაღთან ერთადამოსთქვამენ გლეხის შვილები,უსამართლობის მსხვერპლები,ყაჩაღად გაცვივნილები.ჩვენის საწყლობის მოზარევ,მანდ დაისვენო ეგები?!ჩვენ რა ვქნათ, ჩვენა, ცოცხლებმა?გარს შემოვივლეთ ბექები,ვხდებით ყვავ-ყორნის სადილად,ტურა-მგელთ გასაყვლეფები!ვაი, რომ რჩება აკვანიბაზალეთის ტბის ძირასა,და დიდხანს კითხვადვე გვრჩება:“ვინ ამოიღებს იმასა?ან იმ ბალღს ვინ უპატრონებს,უსუსურს მტირალს ბედისა,აკვანში რომ წევს საწყალიდა ძუძუ სწყურის დედისა?ან იმ ცრემლის ტბას დიადსა,ერისგან დანადინარსა,ვინ დაშრეტს, ვინ ამოიყვანსიმ უსუსურსა მტირალსა?!”ვერაფერს ვიტყვი. ენა სდუმს,თავზე დაგვჩხავის ყორანი;გაღმა გასვლისა მსურველთაუკუღმა მიგვყავს ბორანი;გაგვიბატონდა, მგოსანო,სირეგვნე შეუწონარი.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი