პოეზია · ლირიკა
დილის არაყი
ლექსს ჩაუჯდები (დილის არაყს) ჩამხრჩვალლოთივით,და ჩანხარ ისე, ბნელში კაცი როსიყვარულს ძერწავს და აცოცხლებსმარმარილოთი...დაიბრჭყალები ცეცხლით, ქვაცივო!ხედავ: მიწისპირს, სადაც შენი ჯავრი მოკრიფე,დრო დასწოლია, დანაფეთები:საფლავის ლოდებს და სიკვდილისიეროგლიფებს,ზედ რომ აცხია სისხლის წვეთები...ცად აიწურა სიტყვის ლანდი, შენით დაღლილი,და, სანამ იგი მზემდე არ ავა,კვალდაკვალ მოსდევ შენ ქსანტიპეს ერთგულძაღლივით,აეტოტები ღამის გალავანს...