პოეზია · ლირიკა
გაჩუქებ ამ ლექსს
მოდი, გაჩუქებ ამ ლექსს...ის იქნება სახედაღარული ბოგანო.იმის მკერდში იძგერებს ჩემი გული,ბევრჯერ დაჭრილი,უფრო ბევრჯერ უარყოფილი...იმის ძარღვებში იდენს ჩემი სისხლი,შხამშერეული...იმისი პირისახე იქნება ჩემი მსგავსი.მას ხომ ბევრი სიმწარე ახსოვს:მუშტიც ბევრი მოხვედრიადა დაცინვაც ბევრჯერ იგემა...მოდი, გაჩუქებ ამ ლექსს...ჩუმად, წარწერის და შესავლის გარეშე.ჯიბეში ჩაიჭმუჭნე,როგორც შხამით გაჟღენთილი ფურცელი.და დაივიწყე, როგორც კოცნას გადაივიწყებსის, ვინც თავისი ბედკრული სულისიყვარულის ურიცხვ ცეცხლში გამოატარა...მოდი, გაჩუქებ ამ ლექსს...