↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შავი ზღვის პირად

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2013-09-132 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
შავი ზღვის პირად ულამაზესსვხედავ შენობას,რომელსაც შურით უდარაჯებსთვალი ორგული.ყოველი მხრიდან სუბტროპიკთამრავალფერობა,გარს ხეხილები და პალმებიაქვს შემორგული.
ერთგული ხელი ამუშავებსმშობლიურ მიწას,გამარჯვებული მოწინავემშრომელის ხელი:ერთი მანქანას დაყრდნობია,მეორე ფიწალს,უცებ იცვლება სანახავისუვრცესი ველი.
შრომის სურათი თვალწარმტაცითვალწინ იშლება,მზის ფერადები ელფეროვანსშლიან პანოებს;აქ ვრცელ ველებზესიუხვეა და სიხარული,ზღვა ფერადები მას იტაცებსდა ატორტმანებს.
ამ მშვენიერი ბაღის კალთამათი მდელოა,მისი ვარდებით, მისი დაფნითდა სამყურათი.ეს ყვავილები, ეს უვრცესიორანჟერეა,შემოქმედ ძალთა აყვავებისარის სურათი.
აქ ყველაფერი აწ სიახლითარის მოცული,აქ არის მათი მიზანი დამოუსვენობა,რომ იყოს ვრცელი, მზით აღსავსე,გრანდიოზული,ხალხის ცხოვრების მომავალიდიდი შენობა.
აგერ გარს იხვევს ფეერიულღრუბლების სამოსს,მარმარილოზე მტკიცედ მდგარიმშვენების ტერფი,და უმძლავრესი აღნაგობისფართო წინამოსჩვენი ბრწყინვალე რესპუბლიკისამშვენებს ღერბი!
ძვირფასი ღერბი, ანთებულილალის ვარსკვლავით,მშვენით ორდენით უმაღლესითლენინის სახით,უმშვენიერეს ორნამენტით,თავთავთა ხვავით,უმშვენიერეს ხვეულებით,სავსე წიაღით!
სიცოცხლითა და ჯანით სავსეთვხედავთ ფიგურებს,და ახალგაზრდა ზღვას მიაპობსმედგრად მხარულით,გულდანდობილი აღტაცებითთითქოს გიყურებსსიმბოლო ველთა სიუხვისადა სიხარულის.
სამშობლოვ! ისევ იმ მშვენიერვარსკვლავად მინათ,ისევ გვახსენებ, რომ გარშემორაზმთა მკრებელი,დროშა ამ არეს აღმართულიოცი წლის წინათ -ახალ ეპოქის მოსვლის იყომაუწყებელი.
კვლავ დასავლეთი ხავერდოვანსგადაშლის ყანებს,სადაც ხეობა დაფარულაოქროს ვერძებით,თითქოს მხატვრები დარბაზის ჭერსდა მის ლიანებსაღფრთოვანებით დაფარავენმხატვრულ ძერწებით.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი