პოეზია · ლირიკა
მამის გახსენება
ყველას გვაქვს ამ ცის ვალი და ვახში,სვლა მთვარის გზებით ცუდად ამიხდა...დავბრუნდი ერთხელ ჩემს ბებერ სახლშიდა მამაჩემი შინ არ დამიხვდა.
ჩამოენგრია უცხო ხელს ღობე,თითქოს ჭინჭარმა მკერდზე დამსუსხა,ბევრი ვეძახე შორს წასულ მშობელს,მაგრამ არავინ არ მიპასუხა.
არ შემრჩენოდა ტირილის ძალა,ვუმზერდი ჩუმი ვაებით მდნარი, -ღობეზე მამის გაცრეცილ ხალათსქვითინით როგორ ფლეთავდა ქარი.