პოეზია · ლირიკა
არაგველების მონოლოგი
ხმლებით ატეხილ ქარით ვშრებოდით,წყლულს ცხელი სისხლი გვბანდა,ერთი მტრის ჩეხვას ვერა ვრჩებოდით,ზღურბლთან მეორე ჩანდა.მუხლთ მაინც არვის არ ვექნებოდითღვთის და მამულის გარდა,ჩვენ სიკვდილითაც ისე ვკვდებოდით,რომ უკვდავებას ჰგავდა.