↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაღლილი ტურისტი

ბიბილაშვილი ზაზა

2026-07-181 წთ საკითხავი7054 ნახვა

—
კვლავ კრიალოსანს ითვლის თირკმელი.სატანა ზევით _ სადღაც აქვეა.და საჭოჭმანო საქმე თვითმკვლელისისევ ყველაზე ნაღდი საქმეა.იქნებ დროა და იქნებ ადვილიც _დაესხას წყალი დარჩენილ ღადარს,თუ ვერ უპოვე მიწას ადგილი,სად შენი ტერფი არ შეიცხადა;გული გასცალე _ განძი მეფურიგაეცი მალვით შემოტანილი _და მაინც დაგაქვს დამძიმებულიშორს წასაღები ჩემოდანივით;არ იცი, სდიო ვისი გულისთვისდასაბამებს და დასალიერებსდა უცხო მიწას უცხო ტურისტიუგულისყუროდ ათვალიერებ;თუ კენჭებს ითვლი, როგორც თირკმელი,მეფისტოფელი სადღაც აქვეადა საჭოჭმანო საქმე თვითმკვლელისუკანასკნელი ნაღდი საქმეა.
ბიბილაშვილი ზაზა

ბიბილაშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი