↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დიოფიზიტური ტირადა

ბიბილაშვილი ზაზა

2026-07-183 წთ საკითხავი7061 ნახვა

—
(ბატის ფრთისა და დახლის თანხლებით)
თაკარა მზით და ღრიანცელითთავი მევსება.ბრიყვი ვყოფილვარ _ ეს-ეს არისშემატყობინეს.ვდგავარ აქ, სადაც დახლებიადა ვილექსებიმე _ პოეტი და, შეთავსებით,მეკარტოფილე.ვიცი, თქვენ მაინც არ იფიქრებთ,გასულელდაო,არ გადაგცდებათ ყელში შაქრისმამალოები, _უწყით: ბაზარი ბაზარიადა სულ ერთია,სტამბულის არის,ჩიტების თუამაოების.ასე რომ არა, ვახსენებდიფრანსუა-ფრანცუზს,არ მოვყვებოდი უთავბოლოფიცილს და ჩიჩინს,მხოლოდ დავძენდი:მართალია,ძალიან არც მსურს,არც მომდევს-მეთქი ყაჩაღობისსაშური ნიჭი.ხოლო ბაზარი? _ თუ მიუდექამ საქმეს ჭკუითდა შნო-ლაზათით, შეიძლებაარც იზარალო!(მერე რა, თუკი ცოტა-ცოტასსასწორი ტყუის,როცა მართალი ქვეყანაზეკაცი არ არი?!)მაგრამ ბედისგან ძნელად ვინმესნახავ დანდობილსდა თუ გაწყრება იღბალი დამეც არ დამინდობს,თავს მივანებებ უიმედოდიაფ კარტოფილს, _უფრო სარფიანს გამოვიტანკიტრს და პამიდორს.ან რომანტიკულ-ეგზოტიკურბანან-ანანასსწონით ვიყიდი და გავყიდითითოდ, ორ-ორადდა თუკი მუქთად არ გავატანლამაზ მანანას,კი გავაკეთებ ერთი კაიწიგნის ჰონორარს...მაგრამ “ჩეკისტი” ჩამოივლისბრძნული იერით,კიდევ ათასი ჩინ-მაჩინიდა ეპოლეტი...საბრალო ისევ შემომრჩებაჯიბე მშიერიდა სევდიანად შემახსენებს,რომ ვარ პოეტი.თავგადაკლული დამიმოწმებსყველა თვისებაც:შემომჩვევია აჯაგრულიურვის ობობადა აქაც, თუმცა ღრიანცელითთავი ივსება,ყელში გამჩრია უპატრონოუთვისტომობა.ან როცა ვუმზერ კლიენტურას,აფოფრილ-მკივანს,მათანასწორებს ვინც ჯალათთანანდა დებილთან,გგონიათ, გული არა მტკივა?პირიქით _ მტკივა,და უფრო მეტიც _ გული მტკივადაბადებიდან.ჰოდა, სანამდე აიტანოსყოფის ტაქტებიამ უცნაურმა, საოცარმაჯადო-თილისმამ?! _ვიცი, გასკდება და არ ვიცი,რას შევასკდები _საწერ მაგიდას თუ ტომარასკარტოფილისას.სრულყოფილებას თუ აკლია,მხოლოდ ის _ ბასრისამართებლით რომ მოცახცახევენას მოზომავ...ეგ რაა, დახლის რომ მეშოვამაგივრად კასრი _განაღდებული მექნებოდაგენიოსობა...ვიცი, მიჯერებთ, მაგრამ ეჭვიცმორბის ძუნძულით,გაბეზრებული ჩემი ბოდვისუთავბოლობით.მაკვირვებთ, როგორ არ იკმარეთასე უნდილისახეები და უღიმღამომეტაფორები!აჰა, ინებეთ, სანამ გეტყვითღამეს მშვიდობის,კიდევ საბუთი უტყუარიდა თვალსაჩინო:თუმცა წააგავს დახლი ესენოეს კიდობანს,მეტი არ არის ჩემი მტერი _გადამარჩინოს...მაგრამ გავჩუმდე, თორემ ფიქრობთ,ფუჭად ვიღლებითეატრალური ორი ნიღბისფეთქვა-ფოფინით.ერთი იწამეთ: მართლა მე ვარ,რისი ნიღბები!მე _ პოეტი და, შეთავსებით,მეკარტოფილე.
ბიბილაშვილი ზაზა

ბიბილაშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი