პოეზია · ლირიკა
დროის მანქანა
_ იქნებ ვინმეს გინახავთ?_ იქნებ სადმე ხვდებით?..შენს ძებნაში კინაღამმოვიტეხე ფრთები.როგორც იქნა რო დადგაჩვენი შეყრის დრო დარაღაც გიხაროდა დამართლა გიხაროდა,განა ავი კაცივით,განა სიმწრის შფოთითანდა განა დაცინვით _მართლა იცინოდი! _დარდი აურაცხელიმოვიცილე ფიცხელ,არ ვაციე-ვაცხელედა ასაკი გკითხე.მე _ ლოდინით ვიწვოდი,შენ _ გულდასმით თვლიდი,ვიდრე გამომიწოდერამდენიმე თითი.წლები შევიფერე დაგამოვბრუნდი ხვნეშით:შენი ბედნიერებაგეტეოდა ხელში.