↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთი კენტავრი

ბიბილაშვილი ზაზა

2024-03-131 წთ საკითხავი6213 ნახვა

—
(მაქციური ციკლიდან)
მას დაავიწყდა თავისი მიწა.მას აღარ ახსოვს:როდის. საიდან.და, მითუმეტეს, არ ახსოვს:რატომ.მას დაავიწყდა:ვინ იყო ადრე.და ისიც:როგორ იქცა კენტავრად.და როცა იქცა:რა შემორჩა დარა გამოება -თავი თ ტანი.სახლი მღვიმეა, თუმცა კარი აქვს.მას კი თავი აქვს ადამიანის.რათა ხანდახან გაყოს კარიდანდა დაანახოს ადამიანებს.მან კარგად იცის:ხალხია გარეთ.გარეთ ხალხია ჭრელი ან რუხი.და გარეთ რაღაც ხდება ჯიუტად.მგონი:ვიღაცას უნდა და ეძებს.ზოგჯერ პოულობს და უხარია.მას ეშინია:გავიდეს გარეთდა მათ თავისი ტანი აჩვენოს.მას ეშინია :რომ დაიხედოსდა დაინახოს თავისი ტანი.მას ეშინია უფრო იმიტომ,რომ დაავიწყდა:ვინ იყო ადრე.და ისიც:როგორ იქცა კენტავრად.და კიდევ:როდის. საიდან. რატომ.მას თვალები აქვს ადამიანის.და თვალები აქვს უფრო იმისთვის,რომ ღამეებმა ამოუღამონ,მოუკდებიან ვიდრე თვალებში.მას დაავიწყდადა კარგად იცის,აღარასოდეს გაახსენებენ.მას ახსოვს მხოლოდ:მოვიდა ქარი.კიდევ მოვიდა.კიდევ და კიდევ.წავიდნენ მერედა თან წაიღესმოტანილიც და არმოტანილიც.მას აღარ ახსოვს თავისი მიწა.მას აღარ ახსოვს,რა არის ფრთები(ფრთები,ვინ იცის,ყავარჯნებია?).მას ახსოვს მხოლოდ მრავალი ექო(მას, უფრო სწორად, ახსოვს თვალები)- რომუჯიათი ამინდის გამო,ფრენა სასტიკად აკრძალულია.
ბიბილაშვილი ზაზა

ბიბილაშვილი ზაზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი