პოეზია · ლირიკა
ვარდბულბულიანი
სავარდეში მწიფე მიწისსურნელია,სად ღამეთა დაგიციაბანაკები.შენი გული სიყვარულისმსურველია,ენა შენი - სამიჯნუროდანაყეფი.
მღერი - მგონი, ამომღერამდესულ ბოლომდი,ზურმუხტებში ვარდი ისეძოწისთვალობს...მაგრამ ქარი რად ქირქილებს,გულბოროტი:სთველი ესე ვერასოდესმოისთვალო!..თითქოს სული ტრფობის ალითკი არ იწვის -შეშლილობის სენით განუ-კურნელია,და სურნელი, ასე მძაფრი,მწიფე მიწის -ბედისწერის მომწამვლელისურნელია...თითქოს ჰანგი აღვივებდესგანა შენი, -ვარდის კოცონს სხვა ვნებებითებურბუროს...რად ქირქილებს ქარი, როგორცგანაჩენი:შე ფრთიანო,შე ცისაო,შე ბულბულო!..