პოეზია · ლირიკა
ვნება _ მღვრიე და უანკარესი
ვნება _ მღვრიე და უანკარესი,თუ რამ მქონდა და თუ რამ მინდოდა,საზი,ტრაპეზითუ ასპარეზი,ბედი სპათა თუ ბედი ინდოთა _დამიგდია და ჟინით მოჯრილიქვაბს შიგან მალპობს თანისთანობითსენი შმაგის და სენი მიჯნურისდა უფრო მეტად _ უნესტანობის.წელზე _ მახვილი, მეხად ნაჭედი,რის ამეხებას ვერ მოვესწარი:ირგვლივ _ ათასი ციხე ქაჯეთის,მაგრამ არც ერთში _ ჩემი ნესტანი.თვლემენ მცველები, იღბლიანები,მოფრიალებულ კართან დილეგის.ისე უწყალოდ იგვიანებენ,ალბათ, არც მოვლენ ავთანდილები.თითქოს მნათების ათინათებიცსაბალდახინე გვირგვინებია.ყრიან ლელებში მყრალი კატებიდა ლომებივით იღრინებიან.ვეღარც სიკვდილი ჩადგა თვალებში _ლანდი ტრფიალის მეხთატეხისა,ვერც უჩინმაჩინ მტერზე თარეში _ამირბარული ჩეხვა მეღირსა.
და აღარ ვიცი, რად დამაფეთასიზმრად ნანახი ეშხის ზმორებამან სიყვარულის ჭრელი ნაფლეთირად მაფენია ვეფხის ზოლებად.