პოეზია · ლირიკა
თანამედროვე პასტორალი
ნელი ჰანგების ნალამუნებიდრონი წასულან პასტორალების.ჰყრია მინდორში სალამურები,დაჩეჩქვილი და ნასკორალები.
და იქნებ ახლა მათი ძახილიიყოს უდროო, როგორც არასდროს:გახელებულა სოფლის ნახირიდა მითქარუნებს რქადანაღირი,რომ დედამიწის ბრუნვას გაასწროს.
მოაგონდებათ მწყემსი ლანდივით,გადაყოლილი ცათა სიფითრეს.თითქოს არც ისე იყო ნამდვილი-მოიფიქრეს და გადაიფიქრეს...
მხოლოდ: თითებით ნალამუნები,დამტვრეული და ნასკორალები,ჰყრია მინდორში სალამურები -მიტოვებული პასტორალები.