პოეზია · ლირიკა
თიხის მთვარე
მან გადათვალა ვარდები თვალითდა აფროდიტა შეიცნო თავში.ვეკიდე ლანდი, შორი და მკრთალი.და ქალღმერთობას ცდილობდა ბავშვი.ალბათ, ეს ღამეც კაეშნის დროა.სარდაფში ლოთობს მურდალი ბედი.შემომრჩენია ფიქრების გროვა _ხანდახან ხროვა _ არარა მეტი.გამხდარა ღვინო ბლანტი და მდარედა ჯიგარს მიბრდღვნის გაბოროტებით.დაღლილი თიხა _ ჰკიდია მთვარე _ნაზელი ღმერთის და პოეტების.და ყველა უბანსდა ყველა ქუჩასმიმქრალი მთვარის ეღვრება წვენი.გარკვევით მარტო ეგ მთვარე მოჩანსდა დაქცეული ხუხულა რწმენის.მან გადათვალა ვარდები თვალითდა აფროდიტა შეიცნო თავში.და ვუყურებდი შორი და მკრთალი,ქალღმერთში როგორ გაცვალეს ბავშვი.და ახლა, როცა ნაცართან ვცხოვრობ,მართლება თავის არ მინდა მეტი:მე სილამაზეს ვეტრფოდი მხოლოდ.მე არა მწამდა არასდროს ღმერთი.