პოეზია · ლირიკა
* * * ვეღარასოდეს ვიცხოვრებ შენთან (მთარგმნელი: დავით ახალაძე)
ვეღარასოდეს ვიცხოვრებ შენთან,მე შენთან ყოფნა მღლის და მაოსებს -ასე მგონია, ჩემი სიცოცხლემტვრით შეთეთრებულ ზედა თაროზე
შემოუდიათ ფინჯანთა შორის,იქ, სადაც მნათე მალავს გასაღებსდა მეჩვენება, თითქოს გამთელესდა სამუდამოდ გადამასახლეს
იმ ფაიფურის მტვრიან ჭიქებში,რომ მოიძულა დიასახლისმა -ასე გულით რომ უნდა გადაყრაძველი ჭურჭლის და ყიდვა ახლისა...
მე ვერ დავუცდი შენ გვერდით სიკვდილს,ვერც შენი წასვლის ცდას ვერ ავიტან,ნეტავ, ვინ იცის, როდის იქნებამოვკვდე, ან თვითონ მომწყდე თავიდან!
ან ვით შევძლებდი განზე გადგომასდა შენი ცივი ბუნების ჭვრეტას,გვამივით გრილი შენი სხეულირა ცეცხლით უნდა გამეთბო, ნეტავ!
ვერც შენთან ერთად ავმაღლდებოდი -მაგ სახითა და ხმელი მუხლებითნირს წაუხდენდი ცაში წმინდანებსდა მაცხოვარსაც დაამწუხრებდი...
მინდა იცოდე, რომ შორი შუქი,მონატრებული ჩემი თვალისთვის,უშენოდ მეტად აელვარდებადა იკაშკაშებს მეტი ხალისით.
რატომ განგვსაჯა ასე სასტიკადზეცამ მაღალმა - შენმა მსახურმა,თავისი კარი, შენთვის გახსნილიჩემ წინ საჩქაროდ რად არ დახურა?
რად დამიბინდე თვალსაწიერი,რად დამანახე სამყარო ცერად,შენ ხომ იცოდი, აღარ შემეძლოსამოთხის მდორე სიმშვიდის ცქერა?..
და თუ წარწყმდები, მეც გამოგყვები,რომ გაგიკვალო გზა და სავალიდა ჯოჯოხეთის ჯურღმულებიდანშენს საცხოვნებლად ლოცვას აღვავლენ.
და თუ დაგიხსნი, მე იქ დავრჩები,დაე, გეენის შუქი მამკობდეს,სადაც შენ არ ხარ, იმ ჯოჯოხეთშიმე დავიმკვიდრებ მზიან წალკოტებს.
ასე რომ, გვიჯობს, გავიყაროთ, ვიყოთ ცალ-ცალკეშენ იქ და მე აქ,და ჩვენ შორის კარებს დავკეტავ.ჩვენ ვართ შორიშორს, ვით ორი ზღვა,ვით ცა და მიწავით გულმხურვალედ მლოცველი დასასოწარკვეთა!