პოეზია · ლირიკა
* * * "ვიცი, არსებობს" (მთარგმნელი: ქარდავა ფრიდონ (ქარდა ქარდუხი))
ვიცი, არსებობს სადღაც სხვა ზეცა,ყოველთვის სუფთა და მშვენიერიიქ სხვანაირი შუქი აქვს მზესაც,თუმცა სიბნელის გასდევს იერი;
ოსტინ, დამჭკნარი ტყენი კი არა,ველნი კი არა, მუდამ რომ დუმან-იქ პაწაწინა ტყე არის ერთი,რომლის ფოთლებიც მწვანეა მუდამ:
იქ არის ერთი ბრწყინვალე ბაღი,რომ ვერ დაამჩნევს ყინვა იარებსმის მარადიულ უჭკნობს ყვავილებსმესმის ფუტკარი ვით დაბზრიალებს:
გემუდარები ჩემო ძამიკო,
მოდი, ჩემს ბაღშიც შემოიარე!