პოეზია · ლირიკა
* * * მე მივაწოდე ღვინო უჩვევი (მთარგმნელი: დავით ახალაძე)
მე მივაწოდე ღვინო უჩვევი,ფრთხილად დავულბე მშრალი ტუჩები,და ჩუმად ვთხოვე, რომ დაელია.
დამსკდარ ბაგესთან ღვინოს მიიტანს,წუთით დავტოვებ თავის ტკივილთან -მისი ვარამის ცქერა ძნელია.
ვბრუნდები. მხვდება ჩუმი და ცივიდა ბაგეებზე შეყინულ ტკივილსაღარ სჭირდება ღვინით მობანა.
უნდა გამეთბო, მიმეკრა გულთან,მაგრამ სიკვდილით შებოჭილ კუნთებსვერ ჰკურნავს ჩემი ექიმობანა.
წავალ, სხვა მწყურვალს ვუშველო იქნებ -ვაჩუქებ ალერსს, ვაჩუქებ ფიქრებს,რომ დავუამო დავრდომილს წყლული.
ამიტომ მუდამ თან დამაქვს ჭიქა!ქარშიც და დარშიც, აქაც და იქაც,ყველა მოგზაურს მოვუკლავ წყურვილს, -
ვინც კი ოდესმე მთხოვს, დამაშვრალი:"მწყურია, ღვინო შემომაშველე..."და გაღვიძებას შეიცნობს სული.