↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მაშინ დამღუპა, როს მეგონა - გადამარჩინა (მთარგმნელი: დავით ახალაძე)

დიკინსონი ემილი

2011-08-121 წთ საკითხავი1550 ნახვა

—
მაშინ დამღუპა, როს მეგონა - გადამარჩინა,როცა სამყარომ ჩემ გარშემო ზღუდე აღმართა,როცა ალყაში მომაქცია ჟამთა აჩრდილმადა შემიხუთა სული სუნთქვამ, ყელში გაჩრილმა,როცა მომესმა გულგატეხილს მიწის სამანთანზღვის მოქცევათა საჩივარი უმისამართო.
დაბრუნებული შევიგრძნობ და იოლად ვმართავჩემი სიცოცხლის დაკენტებულ, იდუმალ ნართავს!თუმც მხდალ მეზღვაურს ეშინია შორეულ მიწისდა სასამართლოს მორცხვი მაცნე სირცხვილით იწვისთავისი ხელით დალუქულ და დაბეჭდილ კართან!
სხვა დროს დავრჩები, დღეს დრო არა მაქვს,ფერთა და ნივთთა შეცნობ-გაცნობის!დაე, სამყარომ - ჩემთვის არამმათვალდახუჭულს და ყურებდაცობილს
სხვა დროს მაცალოს ყოფნა და მოცდა,უჩუმრად წასხმულ ჟამთა მეძებარს, -მე კიდევ დიდხანს დავრჩები, როცადროის ბორბალიც დაილეწება.
დიკინსონი ემილი

დიკინსონი ემილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი