↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ასეთი დარი თუ იყო მაშინ?

კალანდაძე ანა

2026-07-181 წთ საკითხავი9515 ნახვა

—
მზემ აიწია ფეხის წვერებზე,მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა,იდგა თბილისი, როგორც ერეკლე,ხმალშემართული ნარის ციხესთან…
ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარშიდა მიაშურეს ლილისფერ მთათა…ასეთი დარი თუ იყო მაშინ,ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა?
კალანდაძე ანა

კალანდაძე ანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი