პოეზია · ლირიკა
* * * ეს გული, ნეკნზე გადანაფლეთი (მთარგმნელი: დავით ახალაძე)
ეს გული, ნეკნზე გადანაფლეთი,მისაძინებლად როცა მოიცლის,ვერც კი გაიგებს, რომ დასავლეთითდღე გაუხიზნავს მთვარეს მოვერცხლილს;რომ დაეფინა ღამე გუმბათებსდა ვარსკვლავები გაახალისა,რომ მზე ჩასული სულ სხვას უნათებსდა სხვაგან დგება დილა ხვალისა.
და ზოგჯერ ხდება, რომ ანგელოზთადასი მფარველობს ამ გულს დამტვერილსდა სინანულის სამფლობელოდანუფალთან მიაქვს ჩუმი ნატვრები -იქ, სადაც არის მხოლოდ ნუგეში,იქ, სადაც ქარი დარმა შემუსრა -რომ უფლის ცისფერ ნავსაყუდელშიგაუადვილდეთ გემებს შემოსვლა.