პოეზია · ლირიკა
* * * ამანთო დიდმა სიხარულმა (მთარგმნელი: დავით ახალაძე)
ამანთო დიდმა სიხარულმა, დიდმა ხალისმა,თუმცა, ზარალს და დარდს მიქადდა ბრძოლა ხვალისა.თავს უქონელი და ღატაკი ნუგეშით ვიღლი, -მაინც გავბედავ და ყველაფერს ვანდობ ერთ ტყორცნასდა გავიმარჯვებ! - შესაძლოა, ვიმარჯვო როცაასე სუსტი და მერყევია სასწორი იღბლის.
სიცოცხლე მხოლოდ სიცოცხლეა, კვდომა - კვდომაა;ლხინი - ლხინია, არსებობა - არსის წვდომაა.და თუ დავმარცხდი და დავეცი, უნდა ნაგვემმაშევიგნო ის, რომ უავესი მექცა უტკბესად;ძლეულთა გულში ძლევის ჟინი ვის დაუთესავს?ვერ გაიმარჯვებ, თუ შეგიპყრო დიდმა ნაღველმა.
და თუ მე ვძლიე, ზარბაზანი იქუხებს ზღვაში,ძველი სამრეკლო ზარის ზრიალს ფრთებივით გაშლისდა აღარასდროს მიჩუმდება ირგვლივ გუგუნი.მეგონა, სხვა რამ მომიმზადა ზეცამ მაღალმა,გამომაღვიძა ამ გრგვინვამ და ისე დამღალა,ნეტავ, მძლიოს და დამანარცხოს მიწას უგონოდ.