პოეზია · ლირიკა
*** "აჰა, აყვავდა ისევ"
აჰა, აყვავდა ისევ,დალის ოცნების ბაღი!..ვკვნესი: უფალო, მიხსენ,როცა წერისგან დაღლილს,სიკვდილი მომენატრება,თავის მოკვლაზე ვფიქრობ...უეცრად აშრიალდება,სატანა სანთელს მიქრობს _ტვინში... იღვიძებს ბუნება _ჩემში... მეც ვიგრძენ, ბაღმაც:აჰანდე, შემობრუნებადაღმა მავალის აღმა...