↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მუდამ მშიერი წლების მანძილზე (მთარგმნელი: დავით ახალაძე)

დიკინსონი ემილი

2012-08-121 წთ საკითხავი1551 ნახვა

—
მუდამ მშიერი წლების მანძილზე,ერთმა მზიანმა დღემ დამაპურა,ხელისკანკალით ჭიქა ავივსეტუჩი დამსუსხა ღვინომ ზღაპრულმა,
თუმცა ვიცოდი - უმალ აჭრიდანაგუბარ ნაღველს სიმაძღრე ხვალის,გამოვეტირე ღია ფანჯრიდანმტვრიან ქუჩაში დარჩენილ ხალისს.
ხვალე ეს ხვავი უნდა მომბეზრდეს,აღარ ვარ ერთი ლუკმის შემყურე -ბუნების მზიან დარბაზობებზემე რომ ვუყოფდი მშიერ ბეღურებს.
სიმდიდრე უჩვევს გულ-მკერდს მისერავს,სულს მარტოობა დაღივით უჩანს,მე ახლა თავს ვგძნობ ბარში, გზის პირას,მთიდან გადმორგულ დაგვალულ ბუჩქად.
შიმშილს კი მიჰყავს გლახაკთა მოდგმა -იქ, სადაც ცათა სანახებია -ყველა გამვლელი, ვინც კართან მოდგა,ვინც ირეკდა და არ გაღებია.
დიკინსონი ემილი

დიკინსონი ემილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი