პოეზია · ლირიკა
* * * რამდენი წელია, დავტოვე სახლ-კარი (მთარგმნელი: დავით ახალაძე)
რამდენი წელია, დავტოვე სახლ-კარიდა ახლა გადმოსულს შორეულ მხარიდანსახლში დაბრუნება სულ აღარ მახარებს -შინ უცხო სახეთა დანახვა არ მინდა.
მიჩხრიკეთ საქმენი გულგრილი მზერით დასულზე მომაკერეთ დარდების არშია;ეს მე გავიხიზნე მშობლიურ კერიდანთუ ისევ შინ ვარ და გაქცევის ცდაში ვარ?
მკლავებზე სიმწრით ვგრეხ ნერვების ბაგირებს,ფრთხილად შევიხედავ ჩამქრალ ფანჯარაში,ის ხმაურიანი სიჩუმე მაკვირვებსოთახებს რომ იკლებს ველური თარეშით.
ხმელ-ხმელი სიცილით კვლავ ჩემს თავს დავცინი -რატომ შევუშინდი იმ კარებს, უკარებს?წინ რომ გადამიდგა ბრგე კარისკაცივით,და აღარ უსმინა ხვეწნას და მუქარას,
რკინის სახელური ხელივით ვუკოცნექრთამივით ვტენიდი კლიტეში გასაღებსდა უცებ შევშინდი - მივხვდი, რომ უეცრადთუკი შინ შემიშვა, კვლავ დამატუსაღებს.
კარებს დავეხსენი, მხდალი და უნდილიშიშით ყურს ვუგდებდი საკუთარ ფეხისხმას,ჩემს სახლს გავეცალე დამფრთხალი ქურდივითდა შორით ჩამომდგარ წყვდიადს შევეხიზნე.