პოეზია · ლირიკა
* * * სანამ თვალები დამევსებოდა (მთარგმნელი: დავით ახალაძე)
სანამ თვალები დამევსებოდაგულს მიხარებდა სივრცე ფერადი,მეც მსგავსი ვიყავ სხვა არსებათა -თვალები მქონდა და ვერ ვხედავდი.
მაგრამ დღეს გულში ხმა დაილექა:შენც გეჩუქება ზეცის თაღიო!გული დაზაფრა მკერდის დილეგმა,ცდილობს კლიტენი გამოარღვიოს
და მიიზიდოს მინდვრის კიდენიდა ვარსკვლავები, მზირალნი ციდან,თან წარიტაცოს შუქი იმდენი,ამ ბრმა თვალებით რამდენსაც ვზიდავ,
ცა დასერილი ფრინველთა გზებითდა გზა ასხმული ელვის ბაგირზედა ანთებული ისეთი გზნებით,რომ დაგამხობს და სიკვდილს გაღირსებს!
თუმცა კი მიჯობს სულის სიმშვიდედა ჯდომა მქრქალი ფანჯრების მიღმა,რომ სხვათა მსგავსად რუხი ნისლიდანწყნარად ვუცქირო მზის ჩამქრალ ნიღაბს.