პოეზია · ლირიკა
* * * ყველა სიცოცხლეს ერთი აქვს ბოლო (მთარგმნელი: დავით ახალაძე)
ყველა სიცოცხლეს ერთი აქვს ბოლო,ძნელს თუ უდარდელს,ადამის მოდგმას ძრწოლა და ბრძოლისჟინი მუდამ სდევს.
მე გულს ოცნების ლამაზ ნაფლეთთაკონას მივუტან,მათი დაჭკნობა ვეღარ გაბედაჟამმა ჯიუტმა.
დაგვცქერის ზეცის გუმბათი მყიფე -სამოთხის ზღურბლი;მე ცისარტყელას ხალიჩად ვიფენ,რომ შევწვდე ღრუბლებს.თუგინდ დამღალოს ძნელმა აღმართმა -არ დავბრუნდები,რაგინდ შორს იყოს წმინდა მამათანავსაყუდელი.
და თუ წავხდი და ვიწვნიე მარცხი,ჩემსას გავიტან -მარადისობა კვლავ ბევრჯერ მაცლისვცადო თავიდან.