პოეზია · ლირიკა
* * * ჯობს ჩემში დაეჭვდე, ჩემო თანამგზავრო! (მთარგმნელი: დავით ახალაძე)
ჯობს ჩემში დაეჭვდე, ჩემო თანამგზავრო!უფალს შენი ლოცვა რად უნდა ესმინა;ჯობს ტრფობის ნამსხვრევი დარდში გააზავო,ისე გამოწურო ცრემლები კვნესიდან.მე კი, ჩემდა თავად, მოგყვები ბოლომდედა მეტს უსუსურ ქალს ნურას დამაძალებ,ლამაზი მზითვებით მოგირთავ მოლოდინს,როგორც ბედნიერი ტურფა პატარძალი.
ოღონდ ეს იცოდე, სულს ვერ მოგაბარებ,ის საბუდარია ცრემლთა და სნებათა,რაც მქონდა, დაგითმე, ჩემო მეგობარო,თუკი რამ გამაჩნდა, თუკი რამ მებადაქალწულს უთვისტომოს, სუსტსა და თავმდაბალს.ეს გულიც დღეიდან შენ უნდა გკმარობდესდა ჩემი აღმასვლაც შენ გვერდით მთავრდება,ოღონდ მაღალ ზეცას მოვუხმობ თავდებად,რომ მუდამ შენ გვერდით ვიქნები მარადის.