↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გუგულის ბუდე

ინგოროყვა ნატო

2026-07-181 წთ საკითხავი2552 ნახვა

—
კაფე-თესე,კაფე-თესე,კაფე-თესე,ეს ძახილი გაზაფხულზე იტყუებდასოფლის ქალებს ყანა-ბაღშიდა თასმები ეხსნებოდათთესლით სავსე პირმოკუმულ აბგებს.ქალები კი ბარის პირით აგორებულ მიწასაბარებდნენ სხვის ბუდეში ჩასადებად გამზადებულ ამბებს.და კაცები მარნის ჭურებს მონდომებით ურეცხავდნენშიშის ფერით გაზავებულ ნაღველს.ჩემი სოფლის უცნაური მოხუცებიმხრებზე თრთოლვით იმაგრებდნენ წურბელებს დასისხლს ატანდნენ ტკივილებით ჩაშენებულ დარდებს.იდუმალი სუნი იდგა ორღობეშისოფელი კი კალთებიდან იფერთხავდაშემოდგომით შენახულ და გაზაფხულზე პირმოსასხსნელ ამბებს.მე ამ ყოფას შევერიე ჩემი სევდის მარაგით დადუმილის და უკმარობის განცდით.დავეძებდი იმას, ვინაც იქნებოდა ჩემში ჩემზე მეტი.კაფე-თესე,კაფე-თესე,კაფე-თესე,მეც ამ ძახილს გამოვყევი და მოვედი შენთან.გამიმეტე, უმოწყალოდ სხვის ბუდეში ჩამდე.მოვიგონე, რომ ხარ ყველა ჩემი ლექსის სათაურიდა სტრიქონებს ჩამოვკიდებ საიმედო მხრებზე.თუმცა, სიტყვებს ვერ ვხმამაღლობყოფნას ჩემთან გიადვილებ სიჩუმით და სამწერტილით...კაფე-თესე,მე შენამდე მოვედი და მე შენამდე წავალ.კაფე-თესე,ბევრს ვერაფერს შეგპირდები,დაგიბევებ სასუფევლის ჩეროსდა ჯოჯოხეთს ამოგივსებ ჩემით.კაფე-თესე,მე შენამდე მოვედი და სანამ წავალთ, წავალ...

ინგოროყვა ნატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი