↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვახმობ სიტყვებს

ინგოროყვა ნატო

2026-07-181 წთ საკითხავი2572 ნახვა

—
ვახმობ სიტყვებს.(ნედლი არ გიყვარს.)გიმზეურებ და სიმინდის მარცვლებივითკაკალ-კაკალ გიფშვნი.ჩემი გამხმარი სიტყვები დასაფრქვავად მოგიტანე წისქვილო,ზოგიც ცის ფქვილად,ზოგიც მიწის ქატოდ.საღერღელი ამეშალა,შენთვის გასანდობი ამბები დამიგროვდა.უცნაური ვინმე ხარ წისქვილო,ღერღავ და ღიღინებ.გამოგიტყდები: ვერ ვიცხოვრე შენებურად.”ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო”ვერც იმას გეტყვი, რომ შენი ქვა არ დატრიალებულა ჩემს თავს.ჰო, ნუ დაფრთხები, არ შეყოვნდე,ჩემზე დარდი ღარში არ გაიჩხირო,მოდი ჩამოვფრქვათ.შენ წყლის მითხარი, მე მიწისას გაგანდობ.ფქვილს გობი უცდის მოსაზელად,ცომს ცხელი კეცი.ვაცხოთ სიტყვები.წაბლის ფოთოლში გავახვიოთ სურნელებისთვის.ცხელ-ცხელი დავტეხოთ და ჩამოვარიგოთ.დედა სულს შეგიბერავს,მამა დაგაგემოვნებს,ბებო ცოცხალი რომ იყოს, პირჯვარს გადაგწერდადა ყველა ლუკმას ხელიდან რომ დამცვივდებოდა,ობლის იყოსო. მიაყოლებდა.მე ნება- ნება შეგექცევი, თან მეღიმება,ვიცი ისევ ამეშლება საღერღელი.ისევ გავახმობ სიტყვებს,(ნედლი არ გიყვარს,)ისევ მოგიტან ჩამოსაფქვავად,ზოგსაც მიწის ქატოდ,ზოგსაც ცის ფქვილად,წისქვილო...

ინგოროყვა ნატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი