↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული

ინგოროყვა ნატო

2026-07-182 წთ საკითხავი2555 ნახვა

—
გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,მე, ჩემი ლექსის კაბით შევმოსავ მას.ჰო, გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,თორემ ისე მძიმეა, ისე მძიმე, ეს სიცარიელეარამგონია, კიდევ ცხრა თვე ვზიდო.გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,შენ ხომ ყველაზე კარგად იცი როგორ მომარგო ისდა დილის ყავის არომატივით ქალობის ნელ-სურნელებით დამიტკბო.გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეულიდა მე გეტყვი პასუხს ყველა კითხვაზე,რომელზეც შენ სიჩუმითა და უხერხული დუმილით მპასუხობდი.მე ხომ ვიცნობ შენი მორჩილების რეფლექსებს.დარღვეულია დიდი სიმშვიდე დაყველა შუაზე გახლეჩილი სხეული როდი ხვდება ერთიმეორეს.მერცხლებს, თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებულებს,ჩვენი სახლის ჯარგვალზე რომ ბინა დაიდეს,კარს ხომ დღითა და ღამით უტოვებ ღიას,ბუდეში კვერცხები რომ არ დაუცივდეთ და ბარტყები დააფრთიანონ.იცი, როგორი სიმშვიდე მენატრება?ბავშვობაში, ჩემს გაოცებას, თოვლის ფანტელების სიმრავლით გამოწვეულს,რომ შემოაგებე და მითხარი: ნუ გეშინია, მიწა დაიტევს...მას შემდეგ მიწამ იმდენი რამ დაიტია, მეშინია გაოცება არ მომიკვდეს.იცი, სიკვდილზე ფიქრი გადავაფიქრებინე მამას,ვუთხარი, შენს შემდეგ ჩემი რიგია და ნუ ჩამაყენებ ამ რიგში მამა.დამიჯერა და დამყვა...ჰოდა გაიხადე შენი სხეული და ჩამაცვი,ჩემი ღამეების სიზმრებს გაგიმხელ,სხვა ცხოვრებაშიც მოვდივარ ქალადდა ვაჩენ შვილებს, ჩემს გაგრძელებებს,რომ არ დავმთავრდე და დავასახლო მთელი სოფელი.გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,თორემ ახლა ის უხერხული ღიმილი მე მეყინება ტუჩზე სიჩუმედ დაჩემი სიზმრის შვილებისთვის არ მაქვს პასუხი:დეე, ძნელია დედობა?..

ინგოროყვა ნატო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი