პოეზია · ლირიკა
დანდალოდან დოლოგნამდე
დანდალოდან დოლოგნამდესულ კაკლები,კაკლები..აჭარისწყალს გადავძახე:_ შენ სად მიიკლაკნები?!
დანდალოდან დოლოგნამდეზეცა ვნახე კრიალა,დილა ვნახე _ თამარ ქალისსახე ვნახე ბრდღვიალა.
ადესას რომ თვალი ვკიდე,კაკლის ხეზე გაბარდნილს,მე მეგონა, იწყებოდაძიმითი და მამათი..
სხე სახეს მივამგვანე,როგორც ისხარს _ ისხარი,დოლოგანი _ ნაგომარი,სუფსა _ აჭარისწყალი.
თუ დახატეს ეგ სოფლები,ხე როგორ დგას შრიალა?წინ გზა მიდის აღმაფრენის,დამღლელი გზა კი არა!
დანდალოდან დოლოგნამდესულ კაკლები,კაკლები..ჩემო ხალხო,კაკლის ხისგანგაგიმრავლდეს აკვნები!