↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვარუდილა ვარადა

როყვა შოთა

2026-07-182 წთ საკითხავი428 ნახვა

—
ვარუდილა ვარადა,დავალ კარიკარადა,სოფლის თავში ლექსი ვპოვე,სოფლის ბოლოს _ ბალადა.სანთელი და საკმეველი,კვარიც დამაქვს კვარადა,ბოროტებას არ დავზოგავ,წყალს და მეწყერს გავატან,სიკეთე ხომ ჩვენი არის,ვინ წაგვართმევს ძალადა,ჩვენი არის, და ამიტომ _ვარუდილა ვარადა!შარაგზაზე კაცი მოდისგულის გასახარადა,ვაჟკაცურად გესალმება,ღიმილს ვეღარ ფარავ დამიაძახებ: _ კაი კაცო,მამულს ჰყავხარ ფარადა,იცოცხლე და გაგიმარჯოს,ვარუდილა ვარადა!შრომა ისხამს მარგალიტებსყველგან, მთად და ბარადა,ვინც ქვეყანას განადიდებს,ის დიდია თავადაც.ვის სამშობლო საქმით უყვარს,უკვდავია მარადა,კვამლი ცაში ააქვს ბუხარს,ვარუდილა ვარადა!ქალს სპეტაკი გული შვენის,თვალადაც და ტანადაც,სულით მახინჯს ვერ უშველისენამჭრელი თამადა.სამკაული ვერ უშველის _ოქრო-ვერცხლი მრავლადა,ქალს კალთაში ბავშვი შვენის,ვარუდილა ვარადა.ვაჟკაცს შვენის მოთმინება,სიტყვა _ მამის კვალადა,სხვის ბაღჩაში ხილის კრეფასარ იკადრებს ძალადაოქროს მხვეჭელს ოხრად რჩებამანქანაც და კარდაც,ოხრად რჩება და ამოტომ _ვარუდილა ვარადა!მე სიკვდილი რას დამაკლებს,თუნდ მომადგეს კარადა,თუკი ჩემი მეგობრებიდგანან მხარიმხარადა,თუ შვილები მეხრდებიანქვეყნის ხმალად და ფარადა,მე სიმღერას რა დამილევს,ვარუდილა ვარადა!
ჰე, მამულო!შენი გვმართებსჩვენ სიცოცხლე ვალადა,შენ გვეძახი, შენ აგვანთებ,რკინად გვაქცევ, რვალადა.შენი დილის ცა-ლაჟვარდმასულში შემომანათა,ზეცა მღერის,მიწა მღერის _ვარუდილა ვარადა!

როყვა შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი