პოეზია · ლირიკა
* * * ისე მხიბლავს ეს ქედები
ისე მხიბლავს ეს ქედები,მთებზე ღრუბლის ფარა,მე ვბერდები,შენ ბერდები,სიყვარული _ არა!ისევ ავსებს მერცხლის ხმებიეზო-კარს და მარანს,მე გავქრები,შენ გაქრები,სიყვარული _ არა!ნაბიჯ-ნაბიჯ გადის წლები,ძალს და ღონეს გვპარავს,თოვლი დნება,ია ჭკნება,სიყვარული _ არა!