↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამტრედია

ჯინჭარაძე იური

2022-06-121 წთ საკითხავი675 ნახვა

—
გული ბორგავს, მკერდში ვეღარ ჩაეტია,გოგო შემხვდა დახატული, ჰგავდა ირემს,სამტრედია ლამაზების სამტრედეა,აქ გულს ალბათ სიყვარული გადამირევს.არ მსურს სიტყვა უწალო და უმარილო,ცა დაჰყურებს მთვარის აზარფეშიანი,აქ ვერ ნახავ ერთ გოჯ მიწას უყვავილოდ,აქ ბუნებაც თითქოს ვაჟას პეშვი არისდა ულექსოდ გული როგორ გამიქვავდეს,სიმღერები თუმც არ ვიცი რიგიანი,აქ ერთი დღეც ისე როგორ დამიღამდეს,ვერ ვთქვა სიტყვა ქართველური, ჯიგრიანიდა ვიმღერი მე სტუმარი ამა მიწის,იქნებ სადმე ის კვლავ შემხვდეს ალალ-ბედად,სიჭაბუკე კარგად ვიცი, არ დამიცდის,გული დამაქვს სიყვარულის ალავერდად.ეს სინათლე ჩემში ვეღარ ჩაეტია,გოგო შემხვდა დახატული ჰგავდა ირემს,სამტრედია ლამაზების სამტრედეა,აქ გულს ალბათ სიყვარული გადამირევს.

ჯინჭარაძე იური: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი