↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოგონება

ჯინჭარაძე იური

2021-06-121 წთ საკითხავი680 ნახვა

—
მე მაგონდება, თეატრიდან გვიან გამოხველ,შემომხედე და შენს თვალებში შუქმა იელვა,იყო სიჩუმე,ქარი ოდნავ არხევდა ვერხვებს,შენი ჩურჩული:მეშინია, გამაცილე, რა...და მიგაცილებ,შენ ერთი, როგორც მცივანა ბავშვი,გადაშლილ მკერდზე ქართან შენი მეხლება სუნთქვაც,ბოლოს და ბოლოს, როგორც ასე, წესია ვაჟის,მე თვითონ გითხარ, რისი თქმაც გსურდა...შენ შეკრთი, ვიგრძენ შეგეფაკლა ლოყები წითლად,მაგრამ მომენდე ღიმნარევი, მკერდანათქვარი,მოღლილი მთვარე, როცა ღრუბლის ბალიშზე მიწვა,მოგხვიე ხელი და...სხვა არაფერი.მეტს აღარ ვიტყვი, ვიცი, ამ ლექსს უთუოდ ნახავდა გეწყინება სულყველაფრის ასე გამხელა,სადა ხარ ახლა,დამენახე რა?!

ჯინჭარაძე იური: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი