↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოდისევსი ტელემაქეს (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)

ბროდსკი იოსიფ

2008-07-121 წთ საკითხავი2137 ნახვა

—
ჩემო ტელემაქ, ტროას ომი დასრულდა უკვე.თუმცა არ მახსოვს ვინ დამარცხდა, ვინ გაიმარჯვა.ალბათ ბერძნებმა: იცი, მხოლოდ მათ შეუძლიათდაყარონ ასე უპატრონოდ ამდენი გვამი...და მაინც უკან, შინისაკენ მიმავალი გზააღმოჩნდა გრძელი უსაშველოდ, დაუსრულებლად,სანამ ჩვენ ვკარგეთ ასე უქმად უამრავი დრო,სივრცე გაჭიმა თითქოს მაშინ პოსეიდონმა.მე აღარ ვიცი, ახლა სად ვარ, რა ხდება ირგვლივ.ეს კუნძულია მგონი რაღაც ასე ბინძური -ბუჩქი, ხეები, შენობები, ღორების ხვნეშა,გადაბარდული ბაღი, ვიღაც დედოფალიც კი,ყველგან ბალახი, ლოდები და... ჩემო ტელემაქ,რომ მოგზაურობ ასე დიდხანს ყველა კუნძულიერთმანეთს ძლიერ ემსგავსება; და შენს გონებასსათვალავიც კი ეკარგება ტალღების თვლაში,და ცრემლები სდით ჰორიზონტით შებილწულ თვალებს,უზარმაზარი წყლის სხეული მთლად გიხშობს სმენას.რითი დასრულდა აღარ მახსოვს მაშინ ის ომი,და ასაკიც კი დამავიწყდა უკვე მე შენი.
ჩემო ტელემაქ, გაზრდილიყავ დიდი და კარგი.მხოლოდ ღმერთებმა უწყიან - თუ შევხვდებით კიდევ,თუმცა შენ ახლაც აღარა ხარ ის ჩვილი ბავშვი,რომლის თვალწინაც ერთ დროს ხარებს ვიმორჩილებდი.პალამედი რომ არა, ერთად ჩვენ ვიცხოვრებდით.შესაძლოა, ის მართალია: ოიდიპოსისვნებებისაგან უჩემობით განთავისუფლდიდა სიზმრები გაქვს ახლა უკვე სუფთა, უმანკო.

ბროდსკი იოსიფ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი