↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "და ისევ ბრძოლა" (მთარგმნელი: ნათია ორმოცაძე)

ბროდსკი იოსიფ

2008-07-121 წთ საკითხავი2138 ნახვა

—
და ისევ ბრძოლა.სიზმარში თუ ნახავ სიმშვიდეს.არ გამეფანტოსმე იმ სიზმრის ჭრელი ფერები.ჭაღარა ღამე.ახლა დაღლილ, მთვლემარე ჩიტებსლურჯი სიჩუმე ანანავებს და ეფერება.
კვლავ შეტევები.თავს დამტყდარი დილიდან მეხად.ტყვიები, მღერარომ დათმეს და იწყეს წივილი,გვიკიჟინებდნენ -უკვდავებაც არსებობს ქვეყნად....გადარჩენაზე ფიქრი გვდევდა ჩვენ აჩრდილივით.
პატიებას გთხოვთ.დავიხარჯეთ ბოლო წვეთამდე,და ეს სამყაროცბრუსტვერს გავდა, როგორც ვიხსენებ.გული გვერჩოდა,ვფრუტუნებდით, ვშფოთავდით რამდენსროგორც სჩვევიათტყვიის თქეშში მოხვედრილ ცხენებს.
...უთხარით... იქ... რომგვინდა ძილი, სიწყნარე, შვება.გვაცალეთ,ახლა მაინც ვნახოთ სიზმრები ჭრელი....რა შეიცვალა,თუ დავუთმეთ სხვებს გამარჯვება?რა შეიცვალა,დაბრუნება თუ ვერ შევძელით?

ბროდსკი იოსიფ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი